დარღვევა, რომელიც უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
დაგროვების, შენახვის აშლილობა ქრონიკული პათოლოგიაა, რომლის დროსაც ადამიანი ვერ ელევა ნივთებს. ამ დარღვევის მქონე პირისთვის სერიოზული სტრესია ნივთებთან განშორება.
დაგროვების აშლილობისას სახლი უამრავი ნივთითაა სავსე, მაგალითად, ნიჟარა, სამუშაო მაგიდა, კიბე, კარადა ყოველთვის სავსეა ნივთებით. როდესაც ოთახი ივსება, პაციენტი ნივთებს აწყობს ეზოში, ავტოფარეხში, ავტომობილში.
ზოგიერთ ადამიანს ჰყავს ბევრი ცხოველი - მათ არასანიტარულ პირობებში ცხოვრება უწევთ.
სამწუხაროდ, პიროვნება ვერ ხვდება დარღვევა რომ აქვს, შესაბამისად, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს უამრავ ნივთთან ერთად ცხოვრება; რეკომენდებულია პაციენტს დაეხმაროთ რეალობის, პრობლემის ადეკვატურად აღქმაში - დროულად დაწყებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა მართვადია.
დარღვევისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- იმ ნივთების შეძენა, რომელიც არ გჭირდებათ და რომლის შესანახადაც აღარც თავისუფალი ადგილი გაქვთ;
- გიჭირთ ნივთების გადაყრა;
- გაქვთ შეგრძნება, რომ აუცილებლად უნდა შეინახოთ ნივთები;
- ინახავთ გაზეთებს, სამოსს ან თქვენთვის სენტიმენტალურ სხვა ნივთებს;
- ნივთებით იმდენად გაქვთ ოთახები გადავსებული, რომ გიჭირთ
- სამზარეულოში სადილის მომზადება ან სააბაზანოში შხაპის მიღება;
- აგროვებთ საჭმელს, ნაგავს;
- ხშირად გაქვთ კონფლიქტი გარშემომყოფებთან, რადგან ისინი ცდილობენ ნივთები გადაგიყარონ;
- ფიქრობთ, რომ ნივთები უნიკალურია და მომავალში აუცილებლად დაგჭირდებათ;
- ვერ ელევით ძველ ნივთებს, რადგან ემოციურად ხართ მიჯაჭვული, მაგალითად, გახსენებთ ბედნიერ შვებულებას, საყვარელ ადამიანს თუ შინაურ ცხოველს;
- დაგროვილი ნივთების გარემოცვაში თავს უსაფრთხოდ გრძნობთ.
სად გადის ზღვარი დარღვევასა და კოლექციონერობას შორის?
დაგროვების აშლილობა კოლექციონერობისგან განსხვავდება. კოლექციონერი (მაგალითად, გიყვართ საფოსტო მარკების ან ავტომობილების შეგროვება) მისთვის სასურველ ნივთს ეძებს, გარკვეულ კატეგორიას ანიჭებს, ახარისხებს და ორგანიზებულად გამოფენს. შეძენილი კოლექციის ნიმუშები არ არის უთავბოლოდ მიყრილი, ნივთები მფლობელში არ იწვევს დისტრესს.
გამომწვევი მიზეზი
სამწუხაროდ, უცნობია აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, თუმცა ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია გენეტიკა, ცხოვრებაში გადატანილი სტრესი, ტვინში ქიმიური კავშირები.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
დაგროვების აშლილობა იწვევს არაერთ გართულებას, მაგალითად, ეს პრობლემებია:
- დაცემის, წაქცევის რისკი;
- ტრავმა;
- კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან;
- მარტოობა და სოციალური იზოლაცია;
- არაჰიგიენური, ანტისანიტარული გარემოთი პროვოცირებული
- ჯანმრთელობის პრობლემები;
- ხანძრის გაჩენის საფრთხე;
- ქონების ჩამორთმევის, ბინიდან გამოსახლების რისკი და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hoarding-disorder/symptoms-
causes/syc-20356056