რა უნდა მიირთვათ და რომელ პროდუქტს მოერიდოთ თუ კუჭი გაქვთ გაღიზიანებული?
ტერმინი გასტრიტი მოიცავს ყველა იმ მდგომარეობას, რომლის საერთოც კუჭის ამომფენი გარსის ანთებაა.
რასაკვირველია, ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ყველა ადამიანს გამოუცდია საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა, კუჭის გაღიზიანებით გამოწვეული დისკომფორტი. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა დროებითია, არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, ეფექტურია მკურნალობა სახლის პირობებში.
გაითვალისწინეთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ გასტრიტის
სიმპტომები გაწუხებთ კვირაზე მეტია.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება (ან პაციენტი თავად გადაიყვანეთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში) თუ განავალში შენიშნეთ სისხლი ან აღებინეთ სისხლი, ან შეამჩნიეთ შავი ფერის განავალი.
კვების რაციონი
გასტრიტის სიმპტომების მართვა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება კვების რაციონის ცვლილებით შესაძლებელია - სასურველია, მიირთვათ გარკვეული საკვები, ხოლო დანარჩენს დროებით მოერიდოთ.
საკვები და სასმელი, რომელიც კუჭს აღიზიანებს და გასტრიტს უფრო ამწვავებს:
- ალკოჰოლი;
- ყავა;
- პომიდორი (პომიდვრისგან მომზადებული ნებისმიერი საკვები);
- ხილის წვენი;
- შემწვარი, ცხარე და მჟავე კერძი;
- გაზიანი სასმელები.
სიმპტომების შესამსუბუქებლად რეკომენდებულია შემდეგი საკვები და სასმელი:
- ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები (მთლიანი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ლობიო და სხვა);
- პროდუქტი ცხიმის დაბალი შემცველობით, დაბალცხიმიანი საკვები (თევზი, ბოსტნეული, მჭლე ხორცი და სხვა);
- სასმელი, რომელიც არ არის გაზიანი და არ შეიცავს კოფეინს.
წყარო:
https://www.healthline.com/health/gastritis-diet#what-to-eat