რა ფუნქციას ასრულებს კალციუმი?
კალციუმი მნიშვნელოვანი ელემენტია და აუცილებელია ძვლების სიმტკიცისთვის.
კალციუმის 99% თავმოყრილია ძვლისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, ხოლო დარჩენილი 1% სისხლში ცირკულირებს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, კალციუმი უზრუნველყოფს ძვლის სიმტკიცეს და ამასთან, ზრუნავს ენზიმების სათანადო ფუნქციონირებაზე, სასარგებლოა გულის ნორმალური რიტმისა და ნერვული გამტარობის რეგულირებისთვის, მონაწილეობს ჰორმონების გამომუშავების პროცესში, მოწოდებულია სისხლის კოაგულაციისთვის და სხვა.
როგორც ხედავთ, კალციუმი ჩართულია ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემის სათანადოდ მუშაობის პროცესში, შესაბამისად, ამ მნიშვნელოვანი მინერალის დეფიციტი არაერთი სერიოზული გართულების ჩამოყალიბების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
კალციუმის დეფიციტის სიმპტომებია:
- კუნთების სპაზმი;
- კრუნჩხვა;
- კუნთების ტკივილი;
- არარეგულარული გულისცემა;
- ჩხვლეტის შეგრძნება თითების არეში;
- ოფლიანობა;
- კანის სიმშრალე;
- ფრჩხილების მტვრევადობა;
- ძვლის ხშირად და მარტივად მოტეხილობა.