როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების წესი თუ დიაგნოზი  ართრიტია?

როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების წესი თუ დიაგნოზი ართრიტია?

ერთი ან მეტი სახსრის ანთებას, შეშუპებას ართრიტი ეწოდება.

ართრიტის ძირითადი სიმპტომი სახსრების ტკივილი და გახევებაა. სამწუხაროდ,
სიმპტომები მწვავდება ასაკის მატებასთან ერთად.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ართრიტის ტიპზე. შესაძლოა ეფექტური იყოს მედიკამენტებით მკურნალობა, ფიზიოთერაპია - როდესაც კონსერვატიული მეთოდები უშედეგოა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე დაყრდნობით, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ქირურგიული ოპერაცია (სახსრის აღდგენა, სახსრის ჩანაცვლება).

მკურნალობის ძირითადი მიზანია შემსუბუქდეს სიმპტომები, შესაბამისად, შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხი.

ცხოვრების წესი

ბევრ კლინიკურ შემთხვევაში ართრიტის სიმპტომები მცირდება ცხოვრების წესის ცვლილების ფონზე.

რეკომენდებულია:

  •  დაიკლოთ წონა. სიმსუქნის დროს ზედმეტი კილოგრამები დამატებითი ტვირთია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის. წონის კლების შემდეგ შეამჩნევთ, რომ უფრო გაიზარდა მობილობა, შედარებით მარტივად მოძრაობთ. რაც მთავარია წონის კლებით სახსრის ტრავმის, დაზიანების რისკს აქვეითებთ; ივარჯიშეთ. რეგულარული ფიზიკური აქტივობა სახსრების დრეკადობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა და წყლის აერობიკა;
  •  ართრიტის ტკივილი შესაძლოა შეგიმსუბუქოთ ცივმა ან თბილმა საფენმა. ქსოვილი დაიფინეთ მტკივნეულ არეზე;
  •  აფთიაქში შეიძინეთ ის დამხმარე ნივთები, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს გაგიუმჯობესებთ, ფიზიკურ აქტივობაში დაგეხმარებათ (მაგალითად, ხელჯოხი და სხვა ატრიბუტები).

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/arthritis/diagnosis-treatment/drc-
20350777