პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი აშლილობაა, რომელიც არღვევს მოძრაობის ფუნქციას.
სიმპტომები თანდათან ვითარდება, გარშემომყოფებს საწყის სტადიაზე დარღვევის ნიშნები შეუმჩნეველიც კი რჩებათ.
თავდაპირველად შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ადამიანს ერთი ხელი უკანკალებს. კანკალი ყველაზე გავრცელებული ნიშანია, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მიმდინარეობს ისეთი მწვავე ფორმით როგორიცაა მოძრაობის შენელება ან გაშეშება.
დაავადების ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია შენიშნოთ, რომ პაციენტს უჭირს ემოციების გამოხატვა, მოძრაობისას მხარი გაშეშებული აქვს და სხვა.
სამწუხაროდ, პარკინსონის დაავადების სიმპტომები დროთა განმავლობაში მწვავდება.
ამ დარღვევის მკურნალობის მეთოდი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარკვეული მედიკამენტებით მდგომარეობის მართვა, სიმპტომების გაუმჯობესება შესაძლებელია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ქირურგიული ჩარევა - ტვინის ზოგიერთი უბნის რეგულირებით სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია.
სიმპტომები
გაითვალისწინეთ, დაავადება სხვადასხვა პაციენტში განსხვავებული ნიშნებით ვლინდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ადრეულ სტადიაზე მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და იშვიათად რომ შესამჩნევი იყოს.
პარკინსონის დაავადების სიმპტომებია:
- კანკალი;
- შენელებული მოძრაობა;
- რიგიდული კუნთები;
- დარღვეულია ბალანსი და სხეულის პოზა;
- ავტომატური მოძრაობების დაკარგვა;
- მეტყველების ცვლილება;
- პაციენტს უჭირს წერა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/parkinsons-disease/symptoms-
causes/syc-20376055