ადამიანები თავის ტკივილს ხშირად უჩივიან.
თუ თავი ძალიან იშვიათად გტკივათ და ამ დისკომფორტს თან სხვა სიმპტომები არ ახლავს, საშიში არაფერია.
თუმცა ზოგჯერ თავის ტკივილი ისეთი სერიოზული პათოლოგიების სიმპტომია როგორიცაა ინსულტი, მენინგიტი ან ენცეფალიტი.
სასწრაფო დახმარება
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან პაციენტი გადაიყვანეთ კლინიკის ემერჯენსის დეპარტამენტში შემდეგი შემთხვევების დროს!
თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი (შეაფასებდით როგორც ყველაზე საშინელ ტკივილს თქვენს ცხოვრებაში), ტკივილი აღმოცენდა მოულოდნელად ან თავის ტკივილს თან ახლავს სხვა სიმპტომებიც.
ეს სიმპტომებია:
- დაბნეულობა ან ბუნდოვანი მეტყველება;
- გულის წასვლა, გონების დაკარგვა;
- მაღალი სიცხე;
- სხეულის ერთ არეში დაბუჟება, სისუსტე ან დამბლა;
- კისრის გაშეშება;
- მხედველობის დაქვეითება;
- მეტყველების უნარის დაქვეითება;
- სიარულის უნარის დაქვეითება;
- გულისრევა ან ღებინება (თუ არ არის დაკავშირებული გრიპთან ან ნაბახუსევთან).
ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე
მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:
- თავი გტკივათ უჩვეულოდ ხშირად;
- თავის ტკივილი ჩვეულზე უფრო ძლიერია;
- ტკივილი უფრო ძლიერდება და ტკივილგამაყუჩებელს არ ექვემდებარება;
- თავის ტკივილის გამო შეგეზღუდათ ცხოვრების ჩვეული რიტმი (გიჭირთ მუშაობა, ვერ იძინებთ და სხვა);
- თავის ტკივილი იწვევს დისტრესს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/headache/basics/when-to-see-doctor/sym-
20050800