ნაწლავების იშემია

ნაწლავების იშემია

რა არის ნაწლავების იშემია?

ნაწლავების იშემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ნაწლავების სისხლძარღვების შევიწროების ან დახშობის გამო სისხლის მიწოდება მცირდება, ქვეითდება.

ნაწლავების იშემია შესაძლოა განვითარდეს როგორც წვრილ, ისე მსხვილ ნაწლავში ან ორივე ორგანოში.

ნაწლავების იშემია სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ტკივილს და ორგანო სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს.

მწვავე კლინიკურ შემთხვევებში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ფონზე სავსებით შესაძლებელია დაზიანდეს ნაწლავის ქსოვილი, სამწუხაროდ, სავსებით მოსალოდნელია გართულება ფატალურად დასრულდეს.

ნაწლავების იშემიის მკურნალობა შესაძლებელია. გამოჯანმრთელების შანსი გაცილებით მაღალია, როდესაც პაციენტი დროულად გადაჰყავთ კლინიკაში, შესაბამისად, სასურველია იცნობდეთ ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

ნაწლავების იშემიის ნიშნები შესაძლოა ჩამოყალიბდეს უეცრად (მწვავე) ან სიმპტომები განვითარდეს დროთა განმავლობაში (ქრონიკული).

სიმპტომატიკა განსხვავებულია, თითოეულ ადამიანში სხვადასხვა ნიშნითა თუ სიმწვავით ვლინდება. ამის მიუხედავად გამოხატულია რამდენიმე ძირითადი სიმპტომით, რომლითაც ორგანიზმი ნაწლავებში იშემიის არსებობაზე განიშნებთ.

ნაწლავების მწვავე იშემიის სიმპტომებია:

  •  უეცარი მუცლის ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო ან ძლიერი;
  •  კუჭში გასვლის უეცარი მოთხოვნილება, პაციენტს უჭირს ნაწლავის მოქმედებისგან თავის შეკავება;
  •  ხშირი ნაწლავის მოქმედება;
  •  მუცლის შებერილობა ან სირბილე;
  •  სისხლი განავალში;
  •  დაბნეულობა ხანდაზმულებში.

ნაწლავების ქრონიკული იშემიის სიმპტომები:

  •  ჭამის შემდეგ ნახევარი საათიდან 3 საათამდე ვადაში მუცლის სპაზმი, კრუნჩხვა ან სისავსის შეგრძნება;
  •  მუცლის ტკივილი, რომელიც მწვავდება კვირის ან თვის განმავლობაში;
  •  ტკივილის აღმოცენების შიშით პაციენტი ერიდება საკვების მიღებას, არ ჭამს;
  •  უმიზეზო წონის კლება;
  •  დიარეა;
  •  გულისრევა;
  •  შებერილობა.

როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ ძლიერი და უეცრად აღმოცენებული მუცლის ტკივილი. თუ ტკივილის გამო თავს იმდენად არაკომფორტულად გრძნობთ, ვერ ჯდებით და გიჭირთ ისეთი პოზის დაჭერა,
რომელიც მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ. თუ გაქვთ სხვა ნიშნები და სიმპტომები აუცილებლად გაიარეთ ექიმის
კონსულტაცია.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/intestinal-ischemia/symptoms-
causes/syc-20373946