შავი შოკოლადი გემრიელი და სასარგებლოა.
მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით.
შავი შოკოლადის მთავარი ინგრედიენტი კაკაო, ფაქტობრივად, ანტიოქსიდანტების წყაროა. ანტიოქსიდანტი აუცილებელია ორგანიზმისთვის, რადგან ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და სხეულს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს. თავისუფალი რადიკალები და ოქსიდაციური სტრესი ვნებს უჯრედს, ქსოვილს.
მინერალებით გაჯერებული ტკბილი საკვები გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
ცნობილია, რომ რძიან და თეთრ შოკოლადთან შედარებით შავი შოკოლადი გაცილებით ნაკლებ შაქარს შეიცავს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შავი შოკოლადი (რასაკვირველია, ადეკვატური დოზით) ხელს უწყობს წონის კლების პროცესს, რადგან ამ საკვების ჯანსაღი შემადგენლობა სწრაფად დანაყრების საშუალებას იძლევა, ადამიანს შიმშილის შეგრძნება დიდხანს აღარ აწუხებს.
სასურველია შეიძინოთ შავი შოკოლადი, რომელიც შედგება 70%-ით ან გაცილებით მეტი რაოდენობით კაკაოსგან.
გახსოვდეთ, შოკოლადში რაც უფრო მცირე დოზითაა კაკაო მით მეტი რაოდენობის შაქრითა და არაჯანსაღი ცხიმითაა მომზადებული.
რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ შავი შოკოლადი:
- აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას;
- სასარგებლოა შემეცნებითი უნარისთვის;
- დადებითად აისახება მეხსიერებაზე;
- აქვეითებს სტრესის დონეს;
- აუმჯობესებს კანის სტრუქტურას;
- აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს;
- ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს;
წყარო:
https://www.everydayhealth.com/diet-and-nutrition-pictures/delicious-reasons-to-
eat-dark-chocolate.aspx