შავი ფერის განავალი

შავი ფერის განავალი

რაზე მიუთითებს განავლის ფერი?

თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შეფასება სავსებით შესაძლებელია ისეთი ბუნებრივი მოთხოვნილების მეშვეობით როგორიცაა კუჭის მოქმედება.

შავი ფერის განავალი, გამომწვევი მიზეზები

შავი ფერის განავალი სავსებით შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიმდინარე სისხლდენის თუ სხვა ტიპის ტრავმის, დაზიანების მანიშნებელი იყოს.

თუმცა სავსებით შესაძლებელია სიშავის გამომწვევი მიზეზი მუქი შეფერილობის
საკვები იყოს.

გაითვალისწინეთ, რომ თუ განავალი შავია, მაგრამ ნორმალური კონსისტენციისა და უსუნო, შესაძლოა შეფერილობა რკინის თუ ბისმუტის შემცველი მედიკამენტის მიღებით იყოს განპირობებული.

განავლის შავი ფერი, განავლის კუპრისებრი ფერი საკმაოდ სერიოზული, საყურადღებო სიმპტომია და უხშირესად კუჭიდან თუ წვრილი ნაწლავიდან სისხლდენასთანაა დაკავშირებული.

განავალს სიშავეს და ერთგვარ წებოვან ეფექტს სძენს კუჭიდან ან ნაწლავების ზედა ნაწილიდან ჩამონადენი სისხლი. შეიძლება კუჭის მოქმედების დროს ჩვეულზე უსიამოვნო სუნიც შეამჩნიოთ - სუნის მიზეზი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მიერ გადამუშავებული სისხლია. სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს წყლული, გასტრიტი ან სხვა პათოლოგიური პროცესი.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შავი ფერის განავალი ისეთი სერიოზული პათოლოგიის სიმპტომია როგორიცაა ნაწლავის იშემია.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ სამედიცინო განათლება არ გაქვთ არ არის გასაკვირი უბრალოდ მუქი ფერის მქონე განავალსაც შავი უწოდოთ. სწორედ ამიტომ უჩვეულო შეფერილობის შემჩნევის შემთხვევაში ყოველთვის უმჯობესია მიმართოთ ექიმს, მოერიდოთ თვითდიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

სერიოზული მდგომარეობის დროული დიაგნოსტირებისა და შემდგომში ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ სისხლიანი ან შავი ფერის განავალი.

წყარო:
https://www.healthline.com/health/bloody-or-tarry-stools