როგორ მოვიშოროთ სახიდან თმა თაფლით, ლიმონით,  ბანანით, შაქრით

როგორ მოვიშოროთ სახიდან თმა თაფლით, ლიმონით, ბანანით, შაქრით

თმის მოცილება სახლის პირობებში.

ჯერჯერობით არ არსებობს ერთი კონკრეტული მეთოდი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაგვისუფთავებს კანს და მოგვაშორებს არასასურველ თმას.

გახსოვდეთ, თმა მუდმივად განახლებადი სტრუქტურაა, თითოეული ადამიანის ორგანიზმი კი ინდივიდუალური. გასათვალისწინებელია ჰორმონული ფონი, გენეტიკა და სხვა არაერთი ფაქტორი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც ბუნებრივი გზით მოგაცილებთ სახიდან ზედმეტ თმას.

შაქარი და ლიმონის წვენი

ერთმანეთს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და ლიმონის წვენი, ასევე 8-9 სუფრის კოვზი წყალი. მიღებული მასა გააცხელეთ მანამ, სანამ ბუშტუკები დაიწყებს გამოჩენას, ხოლო შემდეგ გააგრილეთ. 20-25 წუთით დაიდეთ სასურველ არეზე. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. დაბანისას თითების წრიული მოძრაობით უნდა მოიხეხოთ ის კონკრეტული არე, სადაც მასა დაიდეთ.

ლიმონი და თაფლი

ეს კიდევ ერთი მეთოდია ცვილის ჩასანაცვლებლად.

ერთმანეთს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული მასა გაათბეთ 3 წუთის განმავლობაში და დაამატეთ წყალი იმისთვის, რომ სითხე უფრო გათხელდეს.

როცა მასა გაგრილდება, დაიდეთ კონკრეტულ არეზე და გადაინაწილეთ, გაწელეთ თმის ზრდის მიმართულებით. შემდეგ დაგჭირდებათ ბამბის ქსოვილი ან ცვილის სტრიპი (ერთგვარი ფხრიწი, ასაფხრეწი). ამ ნივთით მასა უნდა მოიშოროთ თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.

შვრია და ბანანი

კიდევ ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ.

მწიფე ბანანი და 2 სუფრის კოვზი შვრია დააბლენდერეთ, მიღებული მასა დაიდეთ კონკრეტულ არეზე. 15 წუთის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ მასაჟი და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანოთ.

წყარო:
https://timesofindia.indiatimes.com/life-style/beauty/5-home-remedies-to-get-rid-of-
facial-hair/articleshow/57356375.cms