პირის წვის სინდრომი - მკურნალობა სახლის პირობებში

პირის წვის სინდრომი - მკურნალობა სახლის პირობებში

თუ ქრონიკულად ან პერიოდულად გაწუხებთ წვის შეგრძნება პირის ღრუში.

ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზი პირის წვის სინდრომია. წვით, სიმხურვალით გამოწვეული დისკომფორტი შესაძლოა მოიცავდეს როგორც მთლიანად პირის ღრუს, ისე ცალკეულად ენას, ღრძილებს, ტუჩს თუ ლოყის შიდა ზედაპირს.

პირის წვის სინდრომი შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება, შესაბამისად, მკურნალობის კურსი სიმპტომურია, მიმართულია დისკომფორტის შემსუბუქებისკენ.

ცხოვრების წესი და თვითმკურნალობა

რასაკვირველია, უნდა იხელმძღვანელოთ ექიმის მიერ დანიშნული კურსით, დალიოთ გამოწერილი მედიკამენტი. ცხოვრების წესის ცვლილებაც და თვითმკურნალობაც შესაძლოა დამატებით მეთოდად ჩავთვალოთ, რადგან ამ ხერხით გამოჯანმრთელების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და სიმპტომებიც მცირდება.

გირჩევთ:

  •  ხშირად დალიეთ სითხე;
  •  რაციონიდან ამოიღეთ პომიდორი, ფორთოხლის წვენი, ციტრუსი, ყავა, გაზიანი და ტკბილი სასმელები;
  •  არ დალიოთ ალკოჰოლი, მოერიდეთ ნებისმიერ პროდუქტს, რომლის ინგრედიენტიც ალკოჰოლია;
  •  უარი თქვით თამბაქოზე;
  •  არ მიირთვათ სუნელებით შეზავებული, ცხარე კერძები;
  •  არ მიიღოთ პროდუქტი, რომელიც შეიცავს პიტნას ან დარიჩინს;
  •  ისარგებლეთ კბილის პასტით, რომელიც მგრძნობიარე კბილებისთვისაა განკუთვნილი;
  •  შეძლებისდაგვარად შეამცირეთ სტრესის დონე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/burning-mouth-syndrome/diagnosis-
treatment/drc-20350917