თუ თქვენი დიაგნოზი მოუსვენარი ფეხების სინდრომია.
ეს არის მდგომარეობა, რომლის გამოც ადამიანს აქვს სურვილი ფეხები მუდმივად ამოძრაოს. არაკომფორტული, უსიამოვნო შეგრძნება პირს აიძულებს ფეხები სისტემატურად მოძრაობაში ჰქონდეს. აღნიშნული სინდრომისას ფეხის მოძრაობა დისკომფორტის დროებით შემსუბუქების საშუალებაა.
მოუსვენარი ფეხების სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჩნდება საღამოს ან ღამით, როცა ადამიანი ზის, ისვენებს, ან ლოგინში წევს. შემაწუხებელი სიმპტომის გამო პაციენტი ვერ იძინებს მშვიდად, მნიშვნელოვნად ფერხდება ყოველდღიური ცხოვრების ტემპიც. ცხოვრების სტილი და თვითმკურნალობა გარკვეული მეთოდებით დისკომფორტის შემსუბუქება ნამდვილად შესაძლებელია.
გირჩევთ:
- ფეხის კუნთების მოსადუნებლად მიიღეთ თბილი აბაზანა და გაიკეთეთ მასაჟი;
- კიდურის მგრძნობელობის შესამცირებლად დაიდეთ თბილი ან გრილი პაკეტი;
- მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში უნდა დაიძინოთ. საძინებელში შეიქმენით სასურველი ტემპერატურა და სიმყუდროვე;
- რეგულარულად ივარჯიშეთ. არაა სასურველი ძლიერი ინტენსივობის დატვირთვა და ვარჯიში გვიან საღამოს;
- მოერიდეთ კოფეინს (როგორც ყავას, ისე კოფეინის შემცველ პროდუქტს და სხვა ტიპის სითხეს);
- აფთიაქში შეიძინეთ სპეციალური სახვევი, რომელიც უშუალოდ მოუსვენარი ფეხების სინდრომის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/restless-legs-
syndrome/diagnosis-treatment/drc-20377174