კარიესი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა.
კბილის კარიესი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, ხანდაზმულებსა და თინეიჯერებში.
კარიესი არის კბილის მყარი ზედაპირის დაზიანებული კერა, რომლის გამოც ჩნდება მცირე ზომის ღრმული.
პრევენცია
პრევენციისთვის რეკომენდებულია დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა, იზრუნოთ კბილის ჯანმრთელობაზე.
გირჩევთ:
- გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა;
- კბილები გამოიხეხეთ დღეში ორჯერ;
- ისარგებლეთ პირის ღრუს სავლები საშუალებებით;
- რეგულარულად მიმართეთ სტომატოლოგს;
- დალიეთ ონკანის წყალი;
- მოერიდეთ ხშირ წახემსებას;
- მიირთვით კბილებისთვის სასარგებლო პროდუქტები;
- დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი საკვების ნარჩენების მოსაშორებლად;
- ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგიერთი ადამიანი სხვებთან შედარებით გაცილებით მეტადაა მიდრეკილი კარიესისკენ, შესაბამისად, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია ანტიბაქტერიული მკურნალობა (შეარჩევს ექიმი).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cavities/symptoms-causes/syc-
20352892