რა არის საშარდე გზების ინფექცია?
საშარდე გზების ინფექცია არის ინფექცია, რომელიც ვლინდება საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში (თირკმელი, შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი, შარდსადენი).
ინფექციების უმეტესობა ყალიბდება ქვედა საშარდე გზებში.
საშარდე გზების ინფექციით მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ხშირად ავადობენ.
სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. მკურნალობისთვის მოწოდებულია ანტიბიოტიკები.
სიმპტომები
აღსანიშნავია, რომ ინფექცია ყოველთვის არ ვლინდება სიმპტომურად.
საშარდე გზების ინფექციის ნიშნებია:
- მოშარდვის ძლიერი, მუდმივი მოთხოვნილება;
- შარდვისას წვის შეგრძნება;
- გამოყოფთ მცირე რაოდენობის შარდს და ხშირად;
- შარდი ამღვრეულია;
- შარდს აქვს წითელი, ვარდისფერი ან კოკა-კოლისფერი შეფერილობა - შარდში სისხლის ნიშანი;
- მძაფრი სუნის შარდი;
- ქალებში მენჯის ტკივილი.
საშარდე გზების ინფექციის ფორმები
მედიკოსები ერთმანეთისგან გამოყოფენ საშარდე გზების ინფექციის რამდენიმე ტიპს და თითოეული ფორმა ინდივიდუალური სიმპტომებით ვლინდება. განვიხილოთ უფრო დეტალურად.
თირკმელები (მწვავე პიელონეფრიტი):
- ზურგის ან გვერდის ტკივილი;
- მაღალი სიცხე;
- კანკალი, ციება;
- გულისრევა;
- ღებინება.
შარდის ბუშტი (ცისტიტი):
- ზეწოლის, წნევის შეგრძნება მენჯის არეში;
- დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში;
- ხშირი, მტკივნეული შარდვა;
- სისხლი შარდში.
შარდსადენი (ურეთრიტი):
- წვის შეგრძნება მოშარდვის დროს;
- გამონადენი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/urinary-tract-
infection/symptoms-causes/syc-20353447