რა არის C ჰეპატიტი?
C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც იწვევს ღვიძლის ანთებას. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ანთება გადაიქცევა ღვიძლის სერიოზულ დაზიანებად.
C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული სისხლით.
C ჰეპატიტით ხანგრძლივი დროით მიმდინარე ინფექციას ქრონიკული ჰეპატიტი ეწოდება. იგი ცნობილია "ჩუმი ინფექციის" სახელწოდებითაც, რადგან წლების განმავლობაში მანამ მიმდინარეობს, ვიდრე ვირუსი ღვიძლს არ დააზიანებს. საბოლოო ჯამში ჩნდება ღვიძლის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- მარტივად ვითარდება სისხლდენა;
- მარტივად ვლინდება, ყალიბდება ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები;
- დაღლილობა;
- მადის დაქვეითება;
- სიყვითლე;
- მუქი ფერის შარდი;
- კანის ქავილი;
- სითხის დაგროვება მუცლის ღრუში;
- ფეხების შეშუპება;
- წონის კლება;
- დაბნეულობა, ძილიანობა და გაუგებარი მეტყველება (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია);
- ობობას ქსელისმაგვარი სისხლძარღვები კანზე.
როგორც წესი, ქრონიკული C ჰეპატიტის ინფექცია იწყება მწვავე ფაზით. ამ ფაზაზე C ჰეპატიტის ადრეული დიაგნოსტირება რთულია, რადგან იშვიათად იწვევს სიმპტომებს. როდესაც სიმპტომურად ვლინდება პაციენტი უჩივის: სიყვითლეს, დაღლილობას, კუნთების ტკივილს, სიცხეს, გულისრევას. სიმპტომები ჩნდება ვირუსის შეყრიდან 1 ან 3 თვის შემდეგ და ნიშნები გრძელდება 2 კვირიდან 3 თვემდე ვადაში.
გამომწვევი მიზეზები
C ჰეპატიტის ინფექციას იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი. ინფექცია ვრცელდება დავირუსებულ, ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hepatitis-c/symptoms-causes/syc-
20354278