შვებულების შემდგომი დეპრესია

შვებულების შემდგომი დეპრესია

შვებულება დასრულდა და სამსახურში დაბრუნება გეზარებათ?

თუ ეს სიტყვები დაგამშვიდებთ გეტყვით, რომ ერთადერთი არ ხართ და შვებულების შემდგომი დეპრესიით მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში იტანჯებიან.

პრევენცია

ვიდრე დასასვენებლად წახვალთ გაითვალისწინეთ შემდეგი:

  •  სახლი დაალაგეთ, დაბრუნებისას ბინა მოწესრიგებული დაგხვდებათ;
  •  კალენდარში ჩანიშნეთ ერთი მხიარული დღე, რომელსაც გაატარებთ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ. დაგეგმეთ სასიამოვნო ღონისძიება, რომელშიც დიდი თანხა არ დაგეხარჯებათ, მაგალითად, იყიდეთ კინოთეატრის ბილეთი, დაგეგმეთ ლანჩი მეგობართან და სხვა. ეს ღონისძიება დაგეხმარებათ მარტივად დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
  •  აკონტროლეთ ბიუჯეტი. არ დაგავიწყდეთ, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ვიდრე სამსახურში წახვალთ, არაერთი წვრილმანი და აუცილებელი ხარჯი გამოჩნდება;
  •  თუ შეძლებთ შვებულება ისე შეარჩიეთ, რომ მგზავრობის შემდეგ თუნდაც ერთი დღე სახლში მშვიდად დასვენება, ენერგიის აღდგენა მოახერხოთ.

როგორ გავუმკლავდეთ შვებულების შემდგომ დეპრესიას?

უკვე მოგახსენეთ საპრევენციო მეთოდებზე, თუმცა როგორ ვმართოთ უკვე აღმოცენებული დეპრესია, რა საშუალებით ვებრძოლოთ მოწყენილობას, სევდას?

ძვირფასო მოგზაურებო, გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • დაუკავშირდით მეგობრებს, დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან;
  •  სავარაუდოდ, შვებულების დროს ხშირად მიირთმევდით გემრიელ დესერტს, სვამდით ღვინოს, სტუმრობდით სწრაფი კვების ობიექტებს. რას იტყვით შვებულების დასრულების შემდეგ ორგანიზმს ცოტა ხნით დეტოქს თერაპიით თუ გაანებივრებთ? სხეული გაწმინდეთ შლაკებისგან, ტოქსინებისგან - დალიეთ წყალი, მიირთვით ჯანსაღი ხილი, ბოსტნეული;
  • მოგზაურობის სასიამოვნო მომენტები რომ გაიხანგრძლივოთ დაათვალიერეთ შვებულების დროს გადაღებული ფოტოები, გაიხსენეთ ყველაზე გამორჩეული წუთები;
  •  მრავალფეროვნება შეიტანეთ ცხოვრებაში, მაგალითად, სახლთან ახლოს ეწვიეთ ადგილს, სადაც არასდროს ყოფილხართ;
  •  ახალი ჰობით ხომ არ დაინტერესდებოდით;
  •  დრო გაატარეთ ბუნებაში, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

წყარო:
https://www.healthline.com/health/post-vacation-blues