მკერდის ტკივილი - 5 შემთხვევა, როდესაც აუცილებლად  უნდა მიმართოთ ექიმს

მკერდის ტკივილი - 5 შემთხვევა, როდესაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს

ქალები ხშირად უჩივიან მკერდის ტკივილს.

სარძევე ჯირკვლის ტკივილს სამედიცინო ენაზე მასტალგია ეწოდება.

მკერდის ტკივილის დროს შესაძლოა უჩიოდეთ მგრძნობელობის მომატებას, გქონდეთ ბასრი წვის შეგრძნება ან დაჭიმულობა მკერდის ქსოვილში.

მკერდის ტკივილი შესაძლოა იყოს მუდმივი, ქრონიკული ან პერიოდულად ვლინდებოდეს. ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქიც და მწვავეც.

 

როდის მივმართოთ ექიმს?


აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  •  მკერდის ტკივილი გაწუხებთ ყოველდღიურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში;
  •  ტკივილს უჩივით მკერდის ერთ კონკრეტულ უბანში;
  •  მკერდის ტკივილი გაუარესდა, გამწვავდა დროთა განმავლობაში;
  •  ტკივილი ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, დაგიქვეითდათ ცხოვრების ჩვეული რიტმი;
  •  ტკივილი გაღვიძებთ.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/breast-pain/symptoms-causes/syc-
20350423