ართრიტი - როგორ მოვიქცეთ სახსრის ტკივილის დროს?ართრიტი - როგორ მოვიქცეთ სახსრის ტკივილის დროს?

ართრიტი - როგორ მოვიქცეთ სახსრის ტკივილის დროს?ართრიტი - როგორ მოვიქცეთ სახსრის ტკივილის დროს?

რამდენიმე მეთოდი, რომელიც ტკივილს გაგიყუჩებთ.

ართრიტი ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებაა, რომლის ძირითადი სიმპტომი სახსრის ტკივილი და გახევებაა. დისკომფორტი ძლიერდება, სიმპტომები მწვავდება ასაკის მატებასთან ერთად.

ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ართრიტის ტიპზე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობის კურსის მთავარი მიზანი სიმპტომების შემსუბუქება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

დაავადების ფორმის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ინიშნება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები - დიაგნოზის შემდეგ მოწოდებულია შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა ან ფიზიოთერაპია, ან ქირურგიული ჩარევა.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე.

ცხოვრების წესი და თვითმკურნალობა
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით ართრიტის სიმპტომები მსუბუქდება, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება.

რეკომენდებულია:

  •  დაიკელით ზედმეტი წონა. სიმსუქნის დროს წონა დამატებითი სტრესია სახსრებისთვის. ჭარბწონიანობის ფონზე იზრდება სახსრის ტრავმის რისკი, ასევე იზღუდება თავისუფლად გადაადგილების, მოძრაობის უნარი;
  •  ივარჯიშეთ. რეგულარული ვარჯიში აუცილებელია სახსრისთვის. ძალიან ეფექტურია ცურვა და წყლის აერობიკა;
  •  ართრიტის ტკივილი შესაძლოა გაგიყუჩოთ ყინულიანმა პაკეტმა;
  •  ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად, სახსრების დასაცავად გამოიყენეთ სხვადასხვა მოწყობილობა (ფეხსაცმელში ჩასაფენი სპეციალური სუპინატორები, ხელჯოხი, ორთოპედიული სამარჯვი, უნიტაზზე დასამაგრებელი მოწყობილობა და სხვა).

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/arthritis/diagnosis-treatment/drc-
20350777