სასარგებლო რჩევა.
გულძმარვა არის წვის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში (მკერდის ძვლის უკან).
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ტკივილი მძაფრდება საკვების მიღების შემდეგ ან მაშინ, როცა იხრებით, ან წვებით.
უსიამოვნო დისკომფორტის მიზეზი კუჭის მჟავა შიგთავსით საყლაპავის გაღიზიანებაა.
ცხოვრების წესი და მკურნალობა სახლის პირობებში
ცხოვრების წესის ცვლილების ფონზე სავსებით შესაძლებელია შემსუბუქდეს გულძმარვა.
რეკომენდებულია:
- შეინარჩუნეთ ნორმალური, ჯანსაღი წონა;
- მოერიდეთ ტანზე ზედმეტად მოტკეცილ სამოსს;
- კვების რაციონიდან ამოიღეთ პროდუქტი, რომელიც გულძმარვის განვითარებას უწყობს ხელს (მაგალითად, ცხარე კერძები, ხახვი, ციტრუსი, პომიდვრის საწებელი ან პომიდვრით მომზადებული სხვა პროდუქცია, ცხიმიანი თუ შემწვარი საკვები, შოკოლადი, პიტნა);
- უარი თქვით სასმელზე, რომელიც ამწვავებს გულძმარვის სიმპტომებს (მაგალითად, ალკოჰოლი, ტკბილი და გაზიანი სასმელები, ყავა და კოფეინის შემცველი ნებისმიერი სასმელი);
- საკვების მიღების შემდეგ მაშინვე დასაძინებლად არ წახვიდეთ, ნუ დაწვებით. ძილი რეკომენდებულია დღის ბოლო კვებიდან მინიმუმ 3 საათის შემდეგ;
- არ არის სასურველი გვიან ღამით ჭამა;
- სასურველია, ძილის დროს თავი მაღლა გქონდეთ აწეული (მაგალითად, ლოგინი, მატრასი, ბალიშები ისე განათავსეთ, რომ ტანთან შედარებით თავი და გულმკერდი მაღლა აღმოჩნდეს);
- უარი თქვით თამბაქოზე;
- დღეში რამდენჯერმე მიირთვით და მცირე ულუფებით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heartburn/diagnosis-
treatment/drc-20373229