ყბის შესიება

ყბის შესიება

რა იწვევს ყბის შესიებას?

ამ დიაგნოზის დროს ნორმალურ, ფიზიოლოგიურ ვიზუალთან შედარებით ყბა შეშუპებული, შესიებული, გამობურცულია.

გამომწვევ მიზეზზე დაყრდნობით შესაძლოა ასევე უჩიოდეთ გაშეშებას, ტკივილს, შეხებისას დისკომფორტს.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან თვითდინებით მიმართეთ კლინიკის ემერჯენსი დეპარტამენტს თუ უეცრად გამოგივლინდათ შესიება/შეშუპება სახის, პირის, ენის არეში, გამონაყარი ან სუნთქვის უკმარისობა.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • გლანდების შეშუპება;
  • ტრავმა ან დაზიანება;
  • ვირუსული ინფექცია;
  • ბაქტერიული ინფექცია;
  • კბილის აბსცესი;
  • კბილის ამოღება;
  • პერიკორონიტი;
  • ტონზილიტი;
  • ყბაყურა;
  • სანერწყვე ჯირკვლის პრობლემა;
  • ლაიმის დაავადება;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ლუპუსი;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ყბის შესიება გამოგივლინდათ ტრავმის ფონზე ან შეშუპება გრძელდება რამდენიმე დღეა და თან ერთვის ინფექციის ნიშნები (სიცხე, თავის ტკივილი, დაღლილობა).

სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას შემდეგი ნიშნების შემთხვევაში:

  • ვერ ჭამთ ან გიჭირთ პირის გაღება;
  • ტუჩის ან ენის შეშუპება;
  • გიჭირთ სუნთქვა;
  • თავის ტრავმა;
  • მაღალი სიცხე.

 

 

 

 

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/swollen-jaw