ექიმი, რომელსაც დიდხანს ელოდით!
პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გამო ჩვენმა ორგანიზაციამ "აჯიბადემის" გასტროენტეროლოგი, ცნობილი პროფესორი გურჰან შიშმანი კვლავ მოიწვია საქართველოში.
კონსულტაციის შესახებ
კონსულტაცია ჩატარდება 13 ნოემბერს, ბათუმში!
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილმა კომპანიამ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრთან, შესაბამისად, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კონსულტაცია გაიმართება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ბათუმის ფილიალში.
საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ეძლევა ქვეყნიდან გაუსვლელად ისარგებლოს წამყვანი მედიკოსის კონსულტაციით, შეაფასებინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოისმინოს ცნობილი სპეციალისტის მეორე აზრი, გადაამოწმოს დიაგნოზი თუ დანიშნული მკურნალობის კურსი და სხვა.
ვინ უნდა ჩაეწეროს კონსულტაციაზე?
დაგვიკავშირდით გასტროენტეროლოგიური დაავადებების მქონე პირები.
მოგვმართეთ თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის პრობლემები:
- ჰეპატიტები;
- ღვიძლის გაცხიმოვნება;
- კრონის დაავადება;
- წყლულოვანი კოლიტი;
- სწორი ნაწლავის პოლიპები;
- პანკრეასის სიმსივნური წარმონაქმნები;
- პანკრეასის კისტები;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- რეფლუქს ეზოფაგიტი და სხვა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
აჯიბადემის კლინიკა ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ოქროს პარტნიორია. "აჯიბადემის" თურქული კლინიკათა ქსელი მსოფლიო ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, პრესტიჟული ცენტრია.