რა არის ნაღვლის რეფლუქსი?
ნაღვლის რეფლუქსი ვითარდება მაშინ, როდესაც ღვიძლში წარმოქმნილი მომნელებელი სითხე კუჭში ან საყლაპავში ამოდის. ნაღვლის რეფლუქსს შესაძლოა თან ერთვოდეს მჟავა რეფლუქსიც.
ნაღვლის რეფლუქსი რთულად ექვემდებარება ცხოვრების სტილის ან კვების რაციონის ცვლილებას. მკურნალობის კურსი მოიცავს მდგომარეობის მედიკამენტებით მართვას, ხოლო მწვავე კლინიკურ შემთხვევებში საჭიროა
ქირურგიული ჩარევა.
ნაღვლის რეფლუქსის ნიშნები და სიმპტომებია:
- მუცლის ზედა არეში ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე, ძლიერი;
- ხშირი გულძმარვა;
- გულისრევა;
- ღებინება და ღებინებისას პაციენტს ამოაქვს მომწვანო-მოყვითალო სითხე (ნაღველი);
- ზოგჯერ ხველა ან ხმის ჩახლეჩა;
- უმიზეზო წონის კლება.
ნაღვლის რეფლუქსის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- კუჭზე ჩატარებული ოპერაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა ქირურგიული გართულებები;
- კუჭის წყლული;
- ნაღვლის ბუშტის ოპერაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bile-reflux/symptoms-
causes/syc-20370115