ცხიმი მუცლის არეში - როგორ ავირიდოთ თავიდან  მეტაბოლური სინდრომი?

ცხიმი მუცლის არეში - როგორ ავირიდოთ თავიდან მეტაბოლური სინდრომი?

თუ ღიპი გაქვთ სავსებით შესაძლებელია მეტაბოლური სინდრომი გქონდეთ.

მეტაბოლური სინდრომი საყურადღებო მდგომარეობაა, რადგან მის გამო მნიშვნელოვნად იზრდება გულის დაავადებების, ინსულტისა და დიაბეტი ტიპი ორის (დიაბეტი ტიპი 2) ჩამოყალიბების რისკი.

მეტაბოლური სინდრომის ძირითადი სიმპტომი წელის გარშემო დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვებაა, თუმცა ამავდროულად შესაძლოა გქონდეთ მაღალი არტერიული წნევა, სისხლში შაქრის დონე აწეული იყოს ან ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის მაჩვენებელი ნორმაზე მომატებული გქონდეთ.

მეტაბოლური სინდრომი დაკავშირებულია არააქტიური ცხოვრების წესთან, სიმსუქნესთან, ჭარბ წონასთან, ინსულინრეზისტენტობასთან.

პრევენცია

რეკომენდებულია:

  •  დღეში მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ივარჯიშეთ (აუცილებელია ფიზიკური აქტივობა);
  •  ხშირად მიირთვით ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლეული, ცილა;
  •  კვების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ გაჯერებული ცხიმი და მარილი;
  •  შეინარჩუნეთ ჯანსაღი, ნორმალური წონა;
  •  უარი თქვით თამბაქოზე.


https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/metabolic-syndrome/symptoms-
causes/syc-20351916