შენელებულ გულისცემას სამედიცინო ენაზე ბრადიკარდია ეწოდება.
ბრადიკარდიის გამო გული ვეღარ უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდებას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკი.
ბრადიკარდია გაქვთ თუ მოსვენებულ მდგომარეობაში თქვენი გულისცემის სიხშირე წუთში 60-ზე ნაკლებია.
გაითვალისწინეთ, თუ პრაქტიკულად ჯანმრთელი ახალგაზრდა და სპორტსმენი ხართ, წუთში 60-ზე ნაკლები გულისცემა სავსებით შესაძლებელია ნორმად ჩაითვალოს - ამ ჯგუფში მსუბუქი ბრადიკარდია ჯანმრთელობის პრობლემად არ
მიიჩნევა.
მკურნალობისთვის მოწოდებულია იმპლანტირებული პეისმეიკერი - პეისმეიკერით გულისცემის ნორმალური სიხშირის აღდგენაა შესაძლებელი.
შენელებული გულისცემის გამომწვევი მიზეზებია:
- ასაკობრივი გულის ქსოვილის დაზიანება;
- გულის ქსოვილის დაზიანება, რომელიც გამოიწვია გულის დაავადებამ ან გულის შეტევამ (ინფარქტი);
- გულის თანდაყოლილი დეფექტი;
- გულზე ჩატარებული ოპერაციის ფონზე განვითარებული ქირურგიული გართულება;
- ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება);
- სისხლში კალიუმის ან კალციუმის დისბალანსი;
- ძილის ობსტრუქციული აპნოე;
- რევმატიული ცხელება ან მჭამელა (მგლურა);
- ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი (გვერდითი ეფექტი).
ბრადიკარდიის ძირითადი რისკ-ფაქტორი ასაკია. მოგეხსენებათ, გულთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bradycardia/diagnosis-treatment/drc-
20355480