კარიესის გამომწვევი მიზეზი

კარიესის გამომწვევი მიზეზი

რა უნდა იცოდეთ კბილის კარიესის შესახებ?

კარიესი კბილის მყარი/მაგარი ზედაპირის დაზიანებული კერაა, რომლის დროსაც ჩნდება მცირე ზომის ღრმული, ხვრელი.

კბილის კარიესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა - განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, თინეიჯერებსა და ხანდაზმულებში.

კარიესის მკურნალობა აუცილებელია, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში დაზიანებული არე უფრო მოცულობითი ხდება და კბილის ღრმა შრეც ზიანდება.

კარიესმა შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე/ძლიერი კბილის ტკივილი, ინფექცია და სავსებით მოსალოდნელია პაციენტმა კბილიც კი დაკარგოს.

კარიესის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გარკვეულ ფაქტორთა კომბინაცია, მაგალითად, ბაქტერია პირის ღრუში, გიყვართ ხშირი წახემსება, სვამთ შაქრიან სასმელს, არ იხეხავთ კბილებს სათანადოდ.

სიმპტომები

კარიესის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია მდებარეობაზე, ღრმულის მოცულობაზე. საწყის ეტაპზე კარიესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დროთა განმავლობაში უკვე ჩნდება ნიშნები, კერძოდ:

  •  კბილის ტკივილი;
  •  მგრძნობელობის მომატება კბილზე;
  •  ტკბილი, ცხელი ან ცივი საკვების თუ სასმელის მიღებისას მსუბუქი, ან ბასრი ტკივილი;
  •  შესამჩნევი ღრმულები კბილზე;
  •  კბილის ზედაპირზე ყავისფერი, შავი ან თეთრი ლაქები;
  •  ტკივილი ჩაკბეჩისას.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cavities/symptoms-causes/syc-
20352892