სითხე მუხლში - რამდენიმე მეთოდი, რომელიც  მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ

სითხე მუხლში - რამდენიმე მეთოდი, რომელიც მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ

მუხლის სახსარში ან მის გარშემო ჭარბი რაოდენობის სითხის დაგროვებას მუხლის არეში შეშუპება ეწოდება.

ამ მდგომარეობას იცნობენ სხვადასხვა სახელწოდებით, მაგალითად, მუხლის სახსრის ეფუზია, სითხე მუხლში, მუხლში წყლის ჩადგომა და სხვა.

შეშუპების მიზეზი შესაძლოა იყოს ტრავმა, ზედმეტი ფიზიკური გადატვირთვით გამოწვეული დაზიანება, ფარულად მიმდინარე დაავადება და სხვა.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

მუხლის არეში შეშუპების მიზეზის დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია სითხის ანალიზის გამოკვლევა. ამასთან, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ისეთი კვლევები როგორიცაა: რენტგენი, ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება მკურნალობის შესაბამისი კურსი. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე, თუმცა უმეტესად ტკივილის ხარისხი მსუბუქდება სითხის ამოღების შემდეგ. მუხლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ფიზიოთერაპიის კურსი.

ცხოვრების სტილი და მკურნალობა სახლის პირობებში

მუხლის არეში შეშუპების დროს უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ხელი შეუწყოთ გამოჯანმრთელების პროცესს.
გირჩევთ:

  •  დაისვენეთ. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ისეთ აქტივობას, რომლის გამოც სხეულის სიმძიმე მუხლს დააწვება;
  •  დაგჭირდებათ ყინული და ფეხის მაღლა აწევა. შეშუპებისა და ტკივილის გასაკონტროლებლად გირჩევთ მუხლზე დაიდოთ ყინული 15-20 წუთის განმავლობაში და ყოველ 2 ან 4 საათში. როდესაც ყინულს დაიდებთ მუხლიც მაღლა უნდა გქონდეთ აწეული - კომფორტულად რომ მოთავსდეთ, გამოიყენეთ ბალიშები; მუხლი გულის სიმაღლიდან მაღლა უნდა გქონდეთ.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/swollen-knee/diagnosis-treatment/drc-
20378134