როგორ ავირიდოთ თავიდან ნაღვლის ბუშტის ანთება?

როგორ ავირიდოთ თავიდან ნაღვლის ბუშტის ანთება?

ნაღვლის ბუშტის ანთებას სამედიცინო ენაზე ქოლეცისტიტი ეწოდება.

ქოლეცისტიტის მკურნალობის ძირითადი მეთოდი (კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში) ნაღვლის ბუშტის ამოკვეთაა. აუცილებელია დროული მკურნალობა, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევებში სავსებით მოსალოდნელია გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულება (ნაღვლის ბუშტის რუპტურა).

ნაღვლის ბუშტის ანთების ჩამოყალიბების მთავარი რისკ-ფაქტორი ნაღვლის ბუშტის კენჭებია.

ქოლეცისტიტის პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  •  ნელი ტემპით დაიკელით ზედმეტი წონა;
  •  სასურველია შეინარჩუნოთ ჯანსაღი, ნორმალური წონა. სიმსუქნე ერთ- ერთი ხელშემწყობი ფაქტორია;
  •  ხშირად მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული. კვების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხიმიანი პროდუქტები. რეკომენდებულია ბოჭკოთი მდიდარი საკვები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cholecystitis/symptoms-
causes/syc-20364867