ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ახალი პარტნიორია კლინიკა King's College Hospital

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ახალი პარტნიორია კლინიკა King's College Hospital

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორთა სიას კიდევ ერთი ცნობილი კლინიკა შეემატა.

     ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი გახდა დუბაიში მდებარე ერთ-ერთი პრესტიჟული კლინიკა King's College Hospital, რომელიც 3 დიდი დაწესებულებისგან შედგება.

     როგორც ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, კლინიკა ულტრათანამედრო-ვე აპარატურითაა აღჭურვილი და პაციენტები სარგებლობენ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით.

     აღსანიშნავია, რომ კლინიკის ადმინისტრაციული და კლინიკური პერსონალის მესამედი მოწვეულია დიდი ბრიტანეთიდან და ექიმების დიდ ნაწილს განათლება საზღვარგარეთ, პრესტიჟულ სამედიცინო უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.