ნაღვლოვანი კენჭები საჭმლის მომნელებელი სითხის გამაგრებული ნარჩენებია.
ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ქირურგების აზრით, სავსებით შესაძლებელია კენჭები 3 მიზეზის გამო ყალიბდებოდეს, კერძოდ: ნაღველი შეიცავს ჭარბი დოზით ქოლესტეროლს, ნაღველში დიდი რაოდენობით ბილირუბინია ან ნაღვლის ბუშტი სათანადოდ არ იცლება.
როდესაც კენჭები სიმპტომებს იწვევს და პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების ტემპი ირღვევა, აუცილებელია ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა, თუმცა უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში მკურნალობის საჭიროება არ დგება და რეკომენდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის, კენჭების ზომის მონიტორინგი.
ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგი ფაქტორების გამო:
- სქესი (ქალები უფრო ხშირად ავადობენ);
- ასაკი (გავრცელებულია 40 წელს გადაცილებულ პირებში);
- ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
- ორსულობა;
- არააქტიური ცხოვრების წესი;
- კვების რაციონში დიდი დოზით ცხიმიანი საკვები;
- კვების რაციონში დიდი რაოდენობით ქოლესტერინის შემცველი საკვები;
- არ იკვებებით პროდუქტებით, რომელიც მდიდარია საკვები ბოჭკოთი;
- ნაღვლის ბუშტის კენჭებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- დიაბეტი;
- ძალიან სწრაფად დაიკელით წონა;
- ანამნეზში ღვიძლის დაავადება;
- ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა.
პრევენცია
ნაღვლის ბუშტის კენჭების გაჩენის რისკს შეამცირებთ თუ გაითვალისწინებთ შემდეგს:
- ყოველდღე უნდა მიირთვათ. დაუშვებელია თვითნებური დიეტა, მაგალითად, არ შეიძლება ერთი დღე ჩვეულებრივ იკვებებოდეთ და მეორე დღეს თითქმის შიმშილობდეთ ან არ საუზმობდეთ, ან სადილზე ამბობდეთ უარს;
- თუ თვლით რომ ზედმეტი წონა გაქვთ, დაუშვებელია ჭარბი
- კილოგრამების სწრაფად დაკლება, რადგან ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებთ. დაიკელით წონა თანდათან, არ ჩააგდოთ ორგანიზმი სტრესში. გაითვალისწინეთ, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ნაღვლის ბუშტის კენჭების გაჩენის რისკი, როდესაც ზედმეტ წონას სწრაფად იკლებთ;
- კვების რაციონში ჩართეთ ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი, ნორმალური წონა. გახსოვდეთ, სიმსუქნე და ჭარბი წონა კენჭების გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gallstones/symptoms-
causes/syc-20354214