რამდენიმე სიმპტომი, რომელიც კუჭის ნაწილობრივი ან სრული ქირურგიული ამოკვეთის შემდგომ ჩნდება

რამდენიმე სიმპტომი, რომელიც კუჭის ნაწილობრივი ან სრული ქირურგიული ამოკვეთის შემდგომ ჩნდება

რა არის დემპინგ სინდრომი?

დემპინგ სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს კუჭის ნაწილობრივი ან სრული ქირურგიული ამოკვეთის შემდგომ, ან მაშინ, როდესაც კუჭზე ტარდება შემოვლითი ოპერაცია წონის კლების მიზნით. დემპინგ
სინდრომი შესაძლოა განვითარდეს საყლაპავზე ჩატარებული ოპერაციის ფონზეც.

აღნიშნული სინდრომის დროს საკვები და განსაკუთრებით შაქარი კუჭიდან წვრილ ნაწლავში ძალიან სწრაფად გადადის.

სინდრომის მქონე პირებს სიმპტომები უვლინდებათ ჭამიდან 10 წუთში ან ნახევარ საათში. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომატიკა ჩნდება საკვების მიღებიდან 1 ან 3 საათის შემდეგ.

დემპინგ სინდრომის პრევენცია შესაძლებელია კვების რაციონით. ოპერაციის შემდეგ რეკომენდებულია მიირთვათ მცირე რაოდენობით და მაქსიმალურად შეზღუდოთ პროდუქტი, რომელიც ჭარბი რაოდენობით შაქარს შეიცავს. თუმცა
გაცილებით მწვავე მიმდინარეობის დროს მხოლოდ რაციონის კონტროლი შედეგს არ მოგცემთ და საჭიროა მედიკამენტებით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა.

დემპინგ სინდრომის სიმპტომებია:

  •  ჭამის შემდეგ შებერილობა;
  •  გულისრევა;
  •  ღებინება;
  •  მუცლის სპაზმი;
  •  დიარეა;
  •  წამოწითლება;
  •  თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება;
  •  აჩქარებული გულისცემა.

დემპინგ სინდრომის დროს საკვები და კუჭის წვენი კუჭიდან წვრილ ნაწლავში პათოლოგიურად სწრაფად გადადის. ეს შედეგი, როგორც წესი, დაკავშირებულია ოპერაციასთან, ქირურგიული ჩარევის შემდეგ განვითარებულ კუჭის ცვლილებასთან. სინდრომი შესაძლოა ჩამოყალიბდეს კუჭზე ჩატარებული ნებისმიერი ოპერაციის შედეგად.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dumping-syndrome/symptoms-
causes/syc-20371915