თუ ეს სიმპტომი გაწუხებთ დერმატოგრაფია გაქვთ.
რა არის დერმატოგრაფია? ამ მდგომარეობას კანზე წერის სახელწოდებითაც იცნობენ. დერმატოგრაფიის დროს, როდესაც ადამიანი კანს თუნდაც მსუბუქად მოიქავებს, ნაფხაჭნი წითლდება და ჭინჭრის ციების, ჭინჭრის გამონაყარის მსგავსი შეშუპება ჩნდება. ეს ლაქები გამოვლენიდან ნახევარ საათში ქრება.
დერმატოგრაფიის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ფორმირდება ინფექციის, მედიკამენტის ან ემოციური აშლილობის ფონზე.
ადამიანების უმეტესობას არ სჭირდება მკურნალობა, თუმცა თუ სიმპტომები ძალიან შემაწუხებელია, ექიმი ნიშნავს ანტიალერგიულ მედიკამენტებს.
ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- კანზე ამობურცული, ამოწეული წითელი ხაზები;
- შეშუპება;
- ანთება;
- ალერგიის მსგავსი გამონაყარი;
- ქავილი.
როგორც უკვე მოგახსენეთ, დერმატოგრაფიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციის გამო, თუმცა დღემდე ალერგენი იდენტიფიცირებული არ არის.
მარტივ რისკ-ფაქტორებსაც შეუძლიათ სიმპტომების ჩამოყალიბება, მაგალითად, კანი სავსებით შესაძლებელია გაღიზიანდეს ტანსაცმლის თუ ზეწრის გამოც. ზოგჯერ დერმატოგრაფიას წინ უძღვის ინფექცია, ემოციური ფონი, მედიკამენტით მკურნალობა და სხვა.
დერმატოგრაფია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ხშირია თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dermatographia/symptoms-
causes/syc-20371411