რა იწვევს სიყვითლეს?
ჟილბერის სინდრომი ღვიძლის გავრცელებული და უვნებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ღვიძლი სათანადოდ ვერ გარდაქმნის ნივთიერებას (სახელწოდებით ბილირუბინი).
ბილირუბინი მოყვითალო-მონარინჯისფრო პიგმენტია, რომელიც ნაღველს შეფერილობას აძლევს. ერთმანეთისგან განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ ბილირუბინსს. ბილირუბინი გამომუშავდება, წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად.
ჟილბერის სინდრომი მემკვიდრეობითია, ანუ ამ მდგომარეობით იბადებით - სინდრომი ნაყოფის ორგანიზმში ჩნდება მემკვიდრული მუტირებული გენის შედეგად.
მიუხედავად თანდაყოლილი მდგომარეობისა ადამიანი ვერც კი აცნობიერებს ეს სინდრომი რომ აქვს და უმეტესად სრულიად შემთხვევით დიაგნოსტირდება, მაგალითად, ლაბორატორიული ანალიზის დროს - სწორედ ამ გზით ირკვევა ბილირუბინის დონე რომ მომატებულია.
ჟილბერის სინდრომი არ საჭიროებს მკურნალობას.
ჟილბერის სინდრომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი პერიოდულად გამოვლენილი მოყვითალო ელფერია (კანის და თვალის თეთრი გარსის არეში).
ჟილბერის სინდრომის მქონე პირებში ბილირუბინის დონე იზრდება და სიყვითლე ჩნდება შემდეგი მიზეზების გამო:
- გრიპი ან გაციება;
- ძალიან დაბალკალორიული დიეტა;
- დეჰიდრატაცია (გაუწყლოება);
- მენსტრუაცია;
- სტრესი;
- ძლიერი ინტენსივობის ვარჯიში;
- ძილის ნაკლებობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gilberts-syndrome/symptoms-
causes/syc-20372811