გულისრევა, ღებინება, წონის კლება, მადის დაქვეითება,  მუცლის ტკივილი

გულისრევა, ღებინება, წონის კლება, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი

რა არის გასტროპარეზი?

გასტროპარეზი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს კუჭის კუნთების სპონტანური მოძრაობის ნორმალურ პროცესზე. ნორმალურ მდგომარეობაში კუნთის ძლიერი შეკუმშვის მეშვეობით, საკვები გადაადგილდება საჭმლის
მომნელებელ ტრაქტში, თუმცა გასტროპარეზის დროს კუჭის შეკუმშვის უნარი დაქვეითებული, შენელებულია, შესაბამისად, კუჭი სათანადოდ ვერ თავისუფლდება, იცლება.

მდგომარეობის ჩამოყალიბების ზუსტი მიზეზი უცნობია. ზოგჯერ გასტროპარეზი დიაბეტის გართულებული მდგომარეობაა ან ყალიბდება ქირურგიული ჩარევის შემდეგ. გასტროპარეზმა შესაძლოა დაარღვიოს საჭმლის მონელების პროცესი.

პათოლოგიური პროცესის მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, თუმცა კვების რაციონის ცვლილებითა და შესაბამისი მედიკამენტებით მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.

გასტროპარეზის სიმპტომებია:

  •  გულისრევა;
  •  ღებინება;
  •  მუცლის შებერილობა;
  •  მუცლის ტკივილი;
  •  მცირე საკვების მიღების შემდეგაც ადვილად ნაყრდებით;
  •  მჟავა რეფლუქსი;
  •  სისხლში შაქრის დონის ცვლილება;
  •  მადის დაქვეითება;
  •  წონის კლება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gastroparesis/symptoms-causes/syc-
20355787