ნაღვლის ბუშტის კენჭები - როგორ მკურნალობენ ნაღვლის  ბუშტში გაჩენილ კენჭებს?

ნაღვლის ბუშტის კენჭები - როგორ მკურნალობენ ნაღვლის ბუშტში გაჩენილ კენჭებს?

რა უნდა იცოდეთ ნაღვლის ბუშტის კენჭების შესახებ?

ნაღვლოვანი კენჭები საჭმლის მომნელებელი სითხის/წვენის გამაგრებული ნარჩენებია, რომელიც ნაღვლის ბუშტში ფორმირდება. შეიძლება პაციენტს მხოლოდ ერთი კენჭი ჰქონდეს, თუმცა სხვას ერთდროულად რამდენიმე -კენჭების ზომაც განსხვავებულია.

თუ კენჭები სიმპტომებს იწვევს საჭიროა ნაღვლის ბუშტის ამოჭრა ქირურგიული მეთოდით. იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი არაფერს უჩივის, ანუ ნაღვლის ბუშტის კენჭები უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მკურნალობის საჭიროება არ დგება.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  უეცარი და სწრაფად მზარდი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა არეში;
  •  ტკივილი მუცლის ცენტრში;
  •  ზურგის ტკივილი, ბეჭებს შორის;
  •  გულისრევა ან ღებინება.

თანამედროვე მედიცინისთვის ნაღვლის ბუშტის კენჭების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ქირურგების აზრით, შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  •  თქვენი ნაღველი შეიცავს ჭარბი რაოდენობის ქოლესტეროლს;
  •  თქვენი ნაღველი შეიცავს ზედმეტ ბილირუბინს (ნაღვლოვანი პიგმენტი);
  •  თქვენი ნაღვლის ბუშტი სათანადოდ არ იცლება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gallstones/symptoms-
causes/syc-20354214