შეგიმჩნევიათ, რომ საკვების მიღების შემდეგ კუჭი გეშლებათ?
ამ მდგომარეობას სადილისშემდგომი დიარეა, პოსტპრანდიალური დიარეა ეწოდება.
ამ ტიპის დიარეა მოულოდნელად ჩნდება და იმდენად მწვავეა ადამიანს უჭირს თავის შეკავება, სასწრაფოდ სჭირდება საპირფარეშო.
მდგომარეობა სულაც არ არის იშვიათი, თუმცა სხვა დაავადებების მსგავსი სიმპტომებით გამოირჩევა და ზოგჯერ ზუსტი დიაგნოსტირება რთულდება.
ჭამის შემდეგ დიარეას გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ვირუსული ინფექცია;
- ლაქტოზის აუტანლობა;
- მოწამლული საკვები; შაქრის მალაბსორბცია;
- დიდი რაოდენობით ხილის წვენი;
- პარაზიტები;
- მაგნიუმის ზედმეტი დოზა.
თუ ჭამის შემდეგ დიარეა ქრონიკულად გაწუხებთ საქმე გაქვთ ჯანმრთელობის გაცილებით სერიოზულ პრობლემასთან; ეს პათოლოგიები მკურნალობას საჭიროებს და სწორედ მკურნალობის კურსითაა შესაძლებელი დიარეასგან თავის დაცვა.
საუბარია შემდეგზე:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- ცელიაკიის დაავადება;
- მიკროსკოპული კოლიტი;
- ნაღვლის მჟავას მალაბსორბცია;
- ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა;
- დემპინგ-სინდრომი.
წყარო:
https://www.healthline.com/health/digestive-health/diarrhea-after-eating