რა არის საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა?
საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც საკვერცხეების ნორმალურად ფუნქციონირების პროცესი ირღვევა 40 წლამდე ასაკში. შედეგად ქალის ორგანიზმში ვეღარ გამომუშავდება რეკომენდებული რაოდენობის
ჰორმონი ესტროგენი ან არ გამოთავისუფლდება კვერცხუჯრედი რეგულარულად. ეს მდგომარეობა ხშირად იწვევს უნაყოფობას.
ზოგჯერ საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა ერევათ ადრეულ მენოპაუზაში, თუმცა ეს მდგომარეობები სხვადასხვაა.
რით განსხვავდება ერთმანეთისგან საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა და ადრეული მენოპაუზა?
გაითვალისწინეთ, საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის მქონე ქალს შესაძლოა წლების განმავლობაში ჰქონდეს არარეგულარული მენსტრუაცია, თუმცა დაორსულდეს, ხოლო როდესაც საქმე ეხება ადრეულ მენოპაუზას ორგანიზმში ციკლი წყდება და ქალი ვერ ორსულდება.
საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის დიაგნოზის დროს მოწოდებულია ესტროგენის დონის აღდგენა; სწორედ ამ მეთოდითაა შესაძლებელი ზოგიერთი ტიპის გართულების თავიდან არიდება.
საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის სიმპტომებია:
- არარეგულარული მენსტრუაცია;
- ქალს უჭირს დაორსულება;
- ალები;
- ღამის ოფლიანობა;
- ვაგინალური სიმშრალე;
- თვალების სიმშრალე;
- გაღიზიანება ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- დაქვეითებულია ინტიმური ურთიერთობის სურვილი.
თუ 3 თვის განმავლობაში არ გქონიათ მენსტრუაცია აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დაადგინეთ არარეგულარული პერიოდის გამომწვევი მიზეზი.
საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი მიზეზების გამო:
- ქრომოსომული დეფექტი;
- ტოქსინები (ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, თამბაქო, ქიმიკალები, პესტიციდები, ვირუსები);
- იმუნური სისტემის რეაქცია საკვერცხის ქსოვილზე (ავტოიმუნური დაავადება);
- უცნობი ფაქტორები.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი (უმეტესად 35-დან 40 წლამდე ასაკი. იშვიათად ვლინდება 30 წლამდე ქალებში და თინეიჯერებშიც კი);
- ოჯახური ანამნეზი;
- საკვერცხეზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/premature-ovarian-failure/symptoms-
causes/syc-20354683