რა არის ჩირქოვანი ჰიდრადენიტი?
ჩირქოვანი ჰიდრადენიტი კანის მდგომარეობაა, რომელიც კანქვეშ იწვევს პატარა ზომის, მტკივნეულ კვანძებს.
ამობურცულობა შეიგრძნობა სხეულის იმ არეში, სადაც ხშირია ხახუნი, მაგალითად, საზარდული, იღლია, მკერდი, დუნდულები.
როგორც წესი, ჩირქოვანი ჰიდრადენიტი ყალიბდება გარდატეხის ასაკში. მდგომარეობა დროთა განმავლობაში მწვავდება და სერიოზულ გავლენას ახდენს პაციენტის ემოციურ განწყობასა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმზე.
მედიკამენტებითა და ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია სიმპტომების მართვა და ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენცია.
ჩირქოვანი ჰიდრადენიტი შესაძლოა გაჩნდეს როგორც ერთ ადგილზე, ისე სხეულის სხვადასხვა არეში. მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- შავი წერტილები;
- ბარდის ზომის მტკივნეული კვანძები;
- სველი კვანძები ან წყლულები. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჩირქოვანი ჰიდრადენიტი მიმდინარეობს მსუბუქი სიმპტომებით. სიმპტომები ხშირად მწვავდება ჭარბი წონის, სტრესის, ჰორმონული ცვლილებების, სიცხისა თუ ნესტის ფონზე.
ჩირქოვანი ჰიდრადენიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მდგომარეობა ყალიბდება კანში თმის ფოლიკულების დახშობის გამო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰორმონებთან, მემკვიდრეობით გენებთან და იმუნური სისტემის პრობლემებთან. თამბაქო, ჭარბი წონა და მეტაბოლური სინდრომი ასევე თამაშობს გარკვეულ როლს. ჩირქოვანი ჰიდრადენიტი არ ჩნდება ინფექციის გამო.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hidradenitis-
suppurativa/symptoms-causes/syc-20352306