გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია და პირის ღრუში  უსიამოვნო სუნი აღარ გექნებათ

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია და პირის ღრუში უსიამოვნო სუნი აღარ გექნებათ

პირის ღრუში უსიამოვნო სუნს სამედიცინო ენაზე ჰალიტოზი ეწოდება.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში უსიამოვნო სუნი ქრება პირის ღრუს კარგი ჰიგიენის შედეგად. თუმცა ზოგჯერ უსიამოვნო სუნი გაცილებით სერიოზული მდგომარეობის, მაგალითად, დიაბეტური კეტოაციდოზის, თირკმლის უკმარისობის ან ინფექციის სიმპტომია; თუ თვითმკურნალობის, ჰიგიენური ნორმების დაცვის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გირჩევთ:

  •  კბილები გამოიხეხეთ დღეში ორჯერ (დილით და ღამით);
  •  კბილები გამოიხეხეთ ჭამის შემდეგ;
  •  ფრთხილად უნდა გაიწმინდოთ ენა;
  •  შეიძინეთ ფტორიანი კბილის პასტა;
  •  კბილების გახეხვის პროცესი 2 წუთს უნდა გრძელდებოდეს;
  •  დაღეჭეთ ოხრახუშის ფოთლები;
  •  უარი თქვით თამბაქოზე;
  •  ნერწყვი რომ გამოგიმუშავდეთ დაღეჭეთ საღეჭი რეზინი;
  •  მოერიდეთ ნიორს, ხახვს და შაქრის შემცველ პროდუქტებს;
  •  ძველი კბილის ჯაგრისი ახლით ყოველ 3-4 თვეში ჩაანაცვლეთ;
  •  პროფილაქტიკისთვის აუცილებელია წელიწადში ორჯერ მიმართოთ სტომატოლოგს - ექიმმა უნდა შეაფასოს პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  •  დალიეთ წყალი;
  •  დალიეთ რძე, მწვანე ჩაი, ანანასის წვენი;
  •  მიირთვით იოგურტი;
  •  განსაკუთრებით სასარგებლოა ფორთოხალი და ვაშლი;
  •  აფთიაქში შეგირჩევენ პირის ღრუს სავლებს.

წყარო:
https://www.healthline.com/health/home-remedies-for-bad-breath#see-a-doctor