დიარეა გავრცელებული დისკომფორტია.
ადამიანების უმეტესობას დიარეას ეპიზოდი აქვს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ - ფაღარათი ქრება რამდენიმე დღეში.
დიარეას საზოგადოებაში უწოდებენ კუჭის აშლას, რომლის დროსაც ორგანიზმიდან გამოიყოფა შერბილებული, თხიერი განავალი, ნორმაზე მეტადაა გახშირებული დეფეკაციის პროცესი.
თუ დიარეა რამდენიმე კვირის შემდეგაც არ ალაგდა, დიდი ალბათობით კუჭის აშლა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემის სიმპტომია როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ინფექცია და სხვა.
როგორც წესი, ფაღარათი ექვემდებარება თვითმკურნალობას, თუმცა პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემდეგი ნიშნების გამოხატვისას:
• დიარეა გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში;
• გამოვლინდა გაუწყლოების სიმპტომები;
• პაციენტს აქვს მწვავე რექტალური ან მუცლის ტკივილი;
• განავალში შენიშნეთ სისხლი ან განავალი მუქი ფერისაა;
• გაქვთ მაღალი სიცხე.
მკურნალობა სახლის პირობებში
მსუბუქი ფაღარათის დროს შეგიძლიათ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა.
რეკომენდებულია ზოგიერთი პროდუქტის მიღება, რადგან ეს საკვები აუმჯობესებს დიარეას სიმპტომებს.
ვიდრე კვების რაციონს შევეხებით უნდა გაითვალისწინოთ მთავარი - დიარეას დროს პირველი წამალი წყალია, შესაბამისად, დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ ადეკვატური დოზით სითხე.
დიარეას დროს რეკომენდებულია მიირთვათ:
- ხორცის ბულიონი;
- შვრია;
- ბანანი;
- ვაშლის პიურე;
- პური;
- მოხარშული კარტოფილი;
- პრობიოტიკით გამდიდრებული იოგურტი (იოგურტი და კეფირიზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ამწვავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, შესაბამისად, ყველასთვის არ არის რეკომენდებული);
- თეთრი ბრინჯი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320124#foods-to-eat