რა არის შიზოიდური პიროვნული აშლილობა?
შიზოიდური პიროვნული აშლილობა იშვიათი მდგომარეობაა, რომლის გამოც პაციენტი ერიდება სოციალურ აქტივობას, მორცხვია და უჭირს სხვებთან ურთიერთობა.
თუ ამ ტიპის აშლილობა გაქვთ, გაგიჭირდებათ ემოციების გამოხატვა, რაც სხვისთვის ისე ჩანს თითქოს გარშემომყოფები არაფრად გადარდებთ და არც ის გაინტერესებთ გარშემო რა ხდება.
შიზოიდური პიროვნული აშლილობის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ეფექტურია ფსიქოთერაპია და ზოგჯერ მედიკამენტებით მკურნალობის საჭიროებაც დგება.
თქვენი დიაგნოზი შიზოიდური პიროვნული აშლილობაა თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
- გირჩევნიათ მარტო ყოფნა და ამჯობინებთ ნებისმიერი საქმე მარტომ შეასრულოთ;
- არ გაქვთ სურვილი ან ვერ იღებთ სიამოვნებას ახლო ურთიერთობებიდან;
- ისეთი გრძნობა გაქვთ თითქოს არ შეგიძლიათ სიამოვნების განცდა;
- გიჭირთ ემოციების გამოხატვა და კონკრეტულ გარემოში სიტუაციის შესაბამისად ვერ რეაგირებთ;
- სხვები ფიქრობენ, რომ არ გაქვთ იუმორის გრძნობა და გარშემომყოფების მიმართ ცივი ემოციები გემეტებათ;
- არ ხართ მოტივირებული, არ გაქვთ მიზანი;
- არ რეაგირებთ, არ გაქვთ სათანადო რეაქცია თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკული შენიშვნის თუ ქების მიმართ.
- ამ დარღვევის ჩამოყალიბების რისკი მაღალია შემდეგ შემთხვევებში:
- გყავთ მშობელი ან ნათესავი, რომელსაც დაუდგინდა შიზოიდური პიროვნული აშლილობა, ან შიზოფრენია;
- გყავთ მშობელი, რომელიც ცივი ადამიანია, უყურადღებო, გულგრილი, ურეაქციო, არ გამოირჩევა თანაგრძნობის უნარით.
შიზოიდური პიროვნული აშლილობის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ისეთი გართულების რისკი როგორიცაა შიზოფრენია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/schizoid-personality-
disorder/symptoms-causes/syc-20354414