თუ სარკეში ეს სიმპტომი დაინახეთ - შავი, თმიანი ენა

თუ სარკეში ეს სიმპტომი დაინახეთ - შავი, თმიანი ენა

რა იწვევს შავ, თმიან ენას?

შავი, თმიანი ენა უვნებელი და დროებითი მდგომარეობაა - ვლინდება მკვდარი უჯრედების დაგროვების შედეგად. აღნიშნული მკვდარი უჯრედები ჩნდება ენის ზედაპირზე მდებარე პაწაწინა პაპილებზე.

რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია ენის მსგავსმა ვიზუალმა თქვენში დისკომფორტი გამოიწვიოს და შეგაშინოთ, თუმცა ძირითადად, ეს პროცესი არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, უმტკივნეულოა.

პირის ღრუს კარგი ჰიგიენის შედეგად ენა ბუნებრივ იერს დაიბრუნებს.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  ენის შავი შეფერილობა. ასევე შესაძლოა იყოს ყავისფერი, მწვანე, ყვითელი ან თეთრი ფერის;
  •  თითქოს ენას აქვს თმა ან ბეწვი;
  •  პირის ღრუში მეტალის გემო;
  •  უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  •  ღებინების ან ღიტინის შეგრძნება.

გამომწვევი მიზეზი

შავი თმიანი ენა, ძირითადად, პაპილების ზრდის (ნორმაზე მეტად) შედეგია; შესაბამისად, დარღვეულია კანის მკვდარი უჯრედების ნორმალურად ცვლის პროცესიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

შესაძლო გამომწვევი ან ხელშემწყობი ფაქტორებია:

  •  ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ პირის ღრუს ნორმალური ბაქტერიული ან სოკოვანი შემადგენლობის დარღვევა;
  •  პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა;
  •  პირის ღრუს სიმშრალე;
  •  თამბაქოს მოხმარება;
  •  დიდი რაოდენობით ყავის ან შავი ჩაის მიღება;
  •  ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
  •  რაციონში დიდი დოზით რბილი საკვები, რომელიც ენიდან ვერ გაცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/black-hairy-tongue/symptoms-
causes/syc-20356077