ელენთის რუპტურა - რა სიმპტომები ჩნდება ელენთის  დაზიანებისას?

ელენთის რუპტურა - რა სიმპტომები ჩნდება ელენთის დაზიანებისას?

რა არის ელენთის რუპტურა?

ელენთის რუპტურა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ელენთის მთლიანობა ირღვევა, ორგანო იხევა, ზიანდება.

იგი წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობას, რადგან ელენთის ნაწილი იხევა.

ელენთის რუპტურის გამომწვევი მიზეზია ძლიერი, პირდაპირი ტრავმა, მაგალითად, სპორტული აქტივობის, ფიზიკური ჩხუბის თუ ავტოავარიის ფონზე განვითარებული. ამასთან, თუ გაქვთ გადიდებული ელენთა, სულ უმნიშვნელო დაზიანება/ტრავმაც კი საკმარისია ორგანოს მთლიანობის დასარღვევად.

გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა საჭირო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში შინაგანი სისხლდენა განვითარდება.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო, ხოლო ზოგჯერ გეგმიური ქირურგიული ჩარევაც ეფექტურია ან პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობს; მკურნალობის კურსი
ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტული კლინიკური შემთხვევის სიმძიმეზე.

ელენთის გახეთქვის/გასკდომის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა არეში;
  •  მუცლის ზედა მარცხენა არეში შეხებისას სირბილე;
  •  ტკივილი მარცხენა მხარში;
  •  დაბნეულობა, თავბრუსხვევა.

პრევენცია
თუ ელენთა გადიდებულია იხელმძღვანელეთ ექიმის რეკომენდაციით, მაგალითად, შესაძლოა თქვენთვის არ იყოს რეკომენდებული ფიზიკური აქტივობა რამდენიმე კვირის განმავლობაში, რადგან ზოგიერთი ტიპის დატვირთვის დროს მნიშვნელოვნად იზრდება მუცლის არეში ტრავმის რისკი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ruptured-spleen/diagnosis-
treatment/drc-20352322