სტრესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაქციაა.
მცირე დოზით სტრესი შესაძლოა კარგიც კი იყოს და ერთგვარ მოტივაციად იქცეს დასახული მიზნისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ქრონიკული სტრესისა და დისკომფორტის გამო ჯანმრთელობის პრობლემის განვითარების რისკი იზრდება.
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? პირველ რიგში განსაზღვრეთ რატომ იმყოფებით ასეთ მდგომარეობაში, ანუ რა გაბრაზებთ, გძაბავთ, გაწუხებთ და გაღიზიანებთ. ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებსაც, მაგალითად, ხშირად ხომ არ უჩივით თავისა და კუჭის ტკივილს ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე?
ზოგიერთი სტრეს-ფაქტორის (სტრესული სამუშაო გარემო, ფულთან დაკავშირებული საკითხი, პრობლემა პირად ცხოვრებაში) იდენტიფიცირება მარტივია. ამასთან, სტრესის დონეზე გავლენას ყოველდღიური დაბრკოლებებიც ახდენს.
სტრესს მხოლოდ უარყოფითი ემოცია არ იწვევს და შეიძლება მისი მიზეზი ისეთი პოზიტიური მოვლენა იყოს როგორიცაა დაქორწინება ან სახლის ყიდვა.
როგორც კი სტრესის ხელშემწყობ მიზეზს მიაგნებთ, მასთან გამკლავების სტრატეგია დასახეთ. მაგალითად, თუ ღამით ვერ იძინებთ შეგიძლიათ ეს პრობლემა მარტივი ხერხით მოაგვაროთ; საძინებლიდან გაიტანეთ ტელევიზორი და კომპიუტერი - ზოგიერთი ადამიანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამო ძილის წინ მოდუნებას ვერ ახერხებს.
არასდროს მოგერიდოთ დახმარებისთვის მიმართოთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ ნებისმიერი ხერხი, რომელიც რელაქსაციაში დაგეხმარებათ, მაგალითად, იოგა, ბუნებაში სეირნობა, მასაჟი, ცეკვა, მუსიკა, ფილმი და სხვა.
სტრესთან გამკლავებაში ეფექტურია ჯანსაღი ცხოვრების წესი (მშვიდი ძილი, რეგულარული ვარჯიში, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი). მაქსიმალურად შეამცირეთ დრო, რომელსაც კომპიუტერისა თუ ტელევიზორის ეკრანთან ატარებდით.
წყარო: