როცა ორსული ალკოჰოლს სვამს ნაყოფის ალკოჰოლური  სინდრომის განვითარების რისკი იზრდება

როცა ორსული ალკოჰოლს სვამს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის განვითარების რისკი იზრდება

რა არის ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი?

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი არის ჩვილის მდგომარეობა, რომლის მიზეზიცაა ის, რომ ქალი ორსულობისას ალკოჰოლურ სასმელს იღებს.

ალკოჰოლური სინდრომი აზიანებს ტვინს და იწვევს ნორმალური ზრდა- განვითარების პრობლემებს.

სიმპტომები ყველა ჩვილის ორგანიზმში განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ ფაქტია - ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით გამოწვეული დეფექტების გამოსწორება შეუძლებელია.

არავინ იცის რა რაოდენობის ალკოჰოლი იწვევს ჩვილის ჯანმრთელობის პრობლემებს ან რა დოზაა უსაფრთხო, შესაბამისად, გაითვალისწინეთ, თუ ორსულობისას ალკოჰოლს სვამთ ჩვილს ამ სინდრომის განვითარების რისკის წინაშე აყენებთ.

სიმპტომები

ფიზიკური დეფექტები:

  •  სახის განსხვავებული, დამახასიათებელი ნაკვთები და მაგალითად, პატარა თვალები, ძალიან თხელი ზედა ტუჩი,   მოკლე, აპრეხილი ცხვირი, ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის გლუვი კანი;
  •  დეფორმირებული სახსრები, თითები, კიდურები;
  •  დაბადებიდან და დაბადების შემდეგ ჩვილის ფიზიკური ზრდის პროცესი შენელებულია;
  •  მხედველობის ან სმენის პრობლემა;
  •  თავის ტვინისა და თავის ზომის პატარა გარშემოწერილობა;
  •  გულის დეფექტები, თირკმლისა და ძვლის პრობლემები.

ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები:

  •  კოორდინაციის და წონასწორობის პრობლემები;
  •  ინტელექტუალური უნარის შეზღუდვა, სწავლის პრობლემა და განვითარების პროცესის შენელება;
  •  ცუდი მეხსიერება;
  •  ყურადღების, კონცენტრაციის დაქვეითება და ინფორმაციის დამუშავების პრობლემები;
  •  მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის დარღვევა;
  •  შეფასების უნარის დაქვეითება;
  •  ჰიპერაქტიურობა;
  •  გუნება-განწყობილების სწრაფი შეცვლა.

სოციალური და ქცევითი პრობლემები:

  •  პრობლემები სკოლაში;
  •  ბავშვს უჭირს სხვებთან ურთიერთობა;
  •  ქვეითდება სოციალური უნარები;
  •  ბავშვს უჭირს ერთი დავალებიდან მეორეზე ადაპტირება;
  •  ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები და იმპულსების კონტროლის უნარის დაქვეითება;
  •  დროის შეგრძნების პრობლემა;
  •  მიზნის, გეგმის დასახვის პრობლემა.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ ხართ ორსულად და გიჭირთ ალკოჰოლზე უარი.

აუცილებლად აცნობეთ პედიატრს თუ ორსულობისას ალკოჰოლი მიიღეთ.

თუ იშვილეთ პატარა, სავარაუდოდ, ზუსტად არ გეცოდინებათ ბავშვის ბიოლოგიური დედა ორსულობისას როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, სვამდა თუ არა ალკოჰოლურ სასმელს, შესაბამისად, თუ შენიშნეთ, რომ შვილს გამოუვლინდა სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/fetal-alcohol-
syndrome/symptoms-causes/syc-20352901