საკვებით მოწამვლა - გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია და  იმკურნალეთ სახლში

საკვებით მოწამვლა - გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია და იმკურნალეთ სახლში

საკვებით მოწამვლა, საკვებით ინტოქსიკაცია დაბინძურებული პროდუქტით გამოწვეული დაავადებაა.

ინტოქსიკაცია შესაძლოა განვითარდეს როგორც ჰიგიენის ნორმების დაუცველობის შედეგად, ისე საკვების არასწორად მომზადებისა თუ სხვადასხვა ბაქტერიის, ვირუსისა და პარაზიტების გამო.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, პაციენტი გადაიყვანეთ კლინიკაში შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:

  •  პირღებინების ხშირი ეპიზოდები, პაციენტს უჭირს ორგანიზმში სითხის შენარჩუნება;
  •  დიარეას თუ ღებინების დროს მასაში სისხლი;
  •  დიარეა (საზოგადოებაში ცნობილი როგორც კუჭის აშლა) გრძელდება 3 დღეზე მეტხანს;
  •  მწვავე, ძლიერი ტკივილი და სპაზმი მუცლის არეში;
  •  მაღალი სიცხე;
  •  გამოვლინდა გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) სიმპტომები;
  •  ბუნდოვანი მხედველობა, მკლავებში ერთგვარი ჩხვლეტის შეგრძნება და კუნთების სისუსტე.

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საკვებით მოწამვლა მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და თვითმკურნალობა (მკურნალობა სახლის პირობებში) ნებადართულია.

უკვე წარმოგიდგინეთ სიმპტომები, რომელიც მწვავე ინტოქსიკაციის დროს ვლინდება და ამასთან, თუ როდისაა აუცილებელი პაციენტის ჰოსპიტალიზირება, ხოლო მსუბუქი მიმდინარეობის დროს მოწამვლის სიმპტომატიკის მართვა შეგიძლიათ სტატიაში მითითებული რეკომენდაციებით.

საკვებით მოწამვლის მსუბუქ კლინიკურ შემთხვევაში მდგომარეობა უმჯობესდება 48 საათის განმავლობაში და გირჩევთ:

  •  რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიირთვათ, კუჭი დაასვენეთ;
  •  დიდი ალბათობით იგრძნობთ საერთო სისუსტესა და დაღლილობას, შესაბამისად, აუცილებელია კომფორტულად დაწვეთ, დაისვენოთ;
  •  დალიეთ წყალი. როცა შარდი ღია ფერის, გამჭირვალე გახდება მიხვდებით, რომ ორგანიზმმა რეკომენდებული დოზით სითხე მიიღო;
  •  დაუკავშირდით ექიმს, აცნობეთ სიმპტომების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ პრობიოტიკებს (თვითნებურად მიღება დაუშვებელია);
  •  კუჭის დასვენების შემდეგ ორგანიზმს თანდათან მიაწოდეთ საკვები. შეგიძლიათ მიირთვათ ბულიონი და ნებისმიერი დაბალი ცხიმის შემცველობის, ადვილად მოსანელებელი, დაბლენდერებული საკვები. თუ გულისრევა ისევ იგრძენით დროებით შეწყვიტეთ ჭამა;
  • საკვებით მოწამვლის დროს არ არის რეკომენდებული და უნდა მოერიდოთ: რძის პროდუქტებს, კოფეინს, ალკოჰოლს, სეზონურ საკვებს, თამბაქოს, ცხიმიან პროდუქტებს.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/food-poisoning/diagnosis-
treatment/drc-20356236