რა არის თივისმიერი ცხელება?
თივისმიერი ცხელება ასევე ცნობილია ალერგიული რინიტის სახელწოდებითაც. ამ მდგომარეობის დროს ორგანიზმში ვლინდება გაციების მსგავსი სიმპტომები, თუმცა გაციებისგან განსხვავებით თივისმიერი ცხელების (ალერგიული რინიტი) გამომწვევი არ არის ვირუსი. თივისმიერი ცხელება ყალიბდება შესაბამის ალერგენებზე ალერგიული რეაქციის გამო.
თივისმიერი ცხელების გამო შესაძლოა შეიზღუდოს ცხოვრების რიტმი, თუმცა სიმპტომების მართვით და ალერგენებთან პირდაპირი კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვით თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, ყოველდღიურ საქმიანობაშიც არ შეფერხდებით.
ალერგიული რინიტის (თივისმიერი ცხელება) სიმპტომებია:
- სურდო და ცხვირის გაჭედვა/დახშობა;
- შეწითლებული, ცრემლიანი თვალები, რომელიც იწვევს ქავილს;
- ხველა;
- ცემინება;
- ცხვირის, ყელის ან სასის ქავილი;
- თვალებქვეშ კანი შეშუპებულია და აქვს ლურჯი შეფერილობა;
- დაღლილობა.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ:
- არ ალაგდა, არ შემსუბუქდა თივისმიერი ცხელების სიმპტომები;
- ალერგიისთვის განკუთვნილი მედიკამენტები არაეფექტურია ან
- გამოიწვია გვერდითი მოვლენები;
- გაქვთ ასთმა, ცხვირის პოლიპები ან სინუსური ინფექცია და ამ
- მდგომარეობის გამო გამწვავდა (ან არის გამწვავების რისკი) ალერგიული რინიტის ნიშნები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hay-fever/symptoms-causes/syc-
20373039