თანამედროვე ცხოვრების რიტმის გამო სავსებით შესაძლებელია გადაიღალოთ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
განტვირთვის, გუნება-განწყობილების გაუმჯობესების ცნობილი საშუალებებია მოგზაურობა, მასაჟი, შოპინგი, მეგობრებთან კლუბში ყოფნა და სხვა. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ამას ყველა ვერ ახერხებს.
წარმოგიდგენთ მოდუნების ისეთ საშუალებებს, რომელიც არც ჯიბეს დაგიცარიელებთ და შედეგითაც კმაყოფილი დარჩებით.
რეკომენდებულია:
- მაღვიძარას პირველივე ზარზე ლოგინიდან წამოდექით. ამ გზით ორგანიზმს აჩვენებთ, რომ დილას ენერგიით, პოზიტივით იწყებთ. როგორც წესი, როდესაც მაღვიძარას თიშავთ და ახალ დროს უთითებთ, ქვეცნობიერად ღიზიანდებით. რატომ უნდა იწყებოდეს თქვენი დღე ასეთი განწყობით;
- ცოტა ხნით შხაპის ქვეშ დასხედით;
- ყავა სახლში მოიმზადეთ და სასიამოვნო არომატით ისიამოვნეთ;
- გააკეთეთ გაჭიმვები, გაწელვები, ტონუსში მოიყვანეთ კუნთები;
- 5 წუთით ადრე გაიღვიძეთ და სახლში, თქვენს კომფორტულ სამზარეულოში ისაუზმეთ. ფულიც დაგეზოგებათ, მაცივარშიც უკვე ნაყიდი ჯანსაღი პროდუქტები გელოდებათ;
- თუ შესაძლებელია ლანჩისთვის განკუთვნილი რაციონი სახლიდან წაიღეთ და მოერიდეთ ოფისთან მდებარე სწრაფი კვების ობიექტებში გემრიელი, თუმცა ხშირად ნაკლებად ჯანსაღი პროდუქტების მიღებას;
- ფანჯრიდან გაიხედეთ და დაათვალიერეთ გარემო, შეაფასეთ ამინდი, დააკვირდით არქიტექტურას, შორს ბუნებას და სხვა. მთელი დღე კომპიუტერის ეკრანს ნუ დაუწყებთ ყურებას. სუფთა ჰაერისთვის ფანჯრის გაღებაც არ მოგერიდოთ, დატკბით ბუნებრივი სინათლით;
- ტვინს უყვარს მშვიდ სივრცეში მუშაობა. მნიშვნელობა არ აქვს დისტანციურად მუშაობთ თუ დილიდან ოფისში ხართ, სამუშაო სივრცე მოაწესრიგეთ;
- დალიეთ მცენარეული ჩაი;
- ცოტა ხნით განმარტოვდით, მოდუნდით, შეეცადეთ სიჩუმეში დაისვენოთ. დღის ბოლოს აღარ დაინტერესდეთ თუ რა ხდებოდა მთელი დღე სამსახურში, მოიშორეთ სტრესული ფიქრები;
- მოუსმინეთ მუსიკას;
- დაურეკეთ საყვარელ ადამიანს, დრო გაატარეთ სივრცეში, სადაც თავს კარგად გრძნობთ;
- მიირთვით მცირე ულუფა, გაითვალისწინეთ აუცილებლად მცირე რაოდენობის, გემრიელი შოკოლადი;
- გაისეირნეთ;
- ღამით კარგად გამოიძინეთ;
- დახატეთ (როგორც შეძლებთ);
- დღის ბოლოს ჩამოწერეთ 3-5 მიზეზი თუ რატომ იყო ეს დღე კარგი;
- უყურეთ კომედიას და იცინეთ;
- რელაქსაციაში დაგეხმარებათ დოკუმენტური ფილმები ბუნების შესახებ;
- თუ ზღვასთან ახლოს ცხოვრობთ ჩათვალეთ ბონუსი გაქვთ - ცურვითა და სანაპიროზე ნებივრობით ისიამოვნეთ;
- სახლი დაალაგეთ;
- შინაურ ცხოველთან ითამაშეთ;
- წაიკითხეთ წიგნი;
- დაათვალიერეთ ფოტოალბომი და გაიხსენეთ თუ რას აკეთებდით, სად და ვისთან ერთად იყავით კადრის გადაღების მომენტში;
- გადაიღეთ ახალი ფოტოები.