მკურნალობა სახლის პირობებში.
მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ფეხის ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია - დისკომფორტს სხვადასხვა მიზეზი იწვევს,მაგალითად, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ან ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სერიოზული დაავადების სიმპტომია.
სტატიაში წარმოდგენილი მეთოდები რეკომენდებულია მხოლოდ მსუბუქი ტკივილის მართვისთვის და დაუშვებელია სხვა კლინიკური შემთხვევებისთვის.
აუცილებლად უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ფეხზე მიიღეთ ნებისმიერი ტიპის ტრავმა და ხედავთ ღრმა ჭრილობას, ფეხზე ვერ ატანთ ძალას, გიჭირთ სიარული, ქვედა კიდურის ტკივილს თან ახლავს სიწითლე, შეშუპება და სიმხურვალე.
თვითმკურნალობა დაუშვებელია თუ გამოვლინდა ინფექციის სიმპტომები, ტკივილი მოულოდნელად გაჩნდა და ვერაფერს უკავშირებთ, ფეხის შეშუპებას თან ერთვის სუნთქვის პრობლემები, ფეხი შეგიშუპდათ ან გაგიფერმკრთალდათ თუ უჩვეულოდ ცივია.
მსუბუქი ფეხის ტკივილის დროს გირჩევთ:
- მოერიდეთ მოძრაობას, უნდა დაასვენოთ ფეხები;
- დაზიანებულ არეზე დაიდეთ ქსოვილში გახვეული ყინული. ყინული უნდა დაიდოთ დღეში სამჯერ, 15-20 წუთის განმავლობაში;
- ფეხები მაღლა ასწიეთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/leg-pain/basics/when-to-see-doctor/sym-
20050784