დვრილიდან რძიანი გამონადენი მაშინაც კი თუ ჩვილს  ძუძუთი არ კვებავთ და შვილი არ გყავთ

დვრილიდან რძიანი გამონადენი მაშინაც კი თუ ჩვილს ძუძუთი არ კვებავთ და შვილი არ გყავთ

რა არის გალაქტორეა?

გალაქტორეა დვრილიდან რძიანი გამონადენია და მდგომარეობა არ არისდაკავშირებული ჩვილის ძუძუთი კვების პერიოდში სარძევე ჯირკვალში რძის ჩამოყალიბების ნორმალურ პროცესთან.

გალაქტორეა არ არის დაავადება და რეალურად ორგანიზმში მიმდინარე პრობლემის სიმპტომია. ჩვეულებრივ, ჩნდება ქალებში და იმ ქალბატონებშიც კი, ვისაც შვილი არასდროს ჰყოლიათ ან აქვთ მენოპაუზა. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა რძიანი გამონადენი შეიძლება გამოვლინდეს მამაკაცის და თქვენ წარმოიდგინეთ ახალშობილის ორგანიზმშიც კი.

გალაქტორეა შესაძლოა ჩამოყალიბდეს მკერდის ჭარბი სტიმულაციის გამო, იყოს რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი ან განვითარდეს ჰიპოფიზის ჯირკვლის დარღვევის შედეგად.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ძუძუს დვრილიდან რძიანი გამონადენის მიზეზი პროლაქტინის ჭარბი რაოდენობაა - ეს არის ჰორმონი, რომელიც რძის გამომუშავებას უწყობს ხელს.

ზოგჯერ გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

გალაქტორეა შესაძლოა განიკურნოს თავისთავად.

გალაქტორეასთან დაკავშირებულია შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  •  მუდმივი ან დროებითი რძიანი გამონადენი დვრილიდან;
  •  გამონადენი, რომელიც მოიცავს რამდენიმე სარძევე სადინარს;
  •  სპონტანურად გამოჟონილი ან ხელით გამოწველილი გამონადენი;
  •  რძიანი გამონადენი შენიშნეთ ერთი ან ორივე მკერდიდან;
  •  მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული ციკლი;
  •  თავის ტკივილი ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.

როდის მივმართოთ ექიმს?


თუ ერთი ან ორივე მკერდიდან შენიშნეთ მუდმივი, სპონტანური რძიანი გამონადენი და არ ხართ ორსულად, ან არ კვებავთ ჩვილს ძუძუთი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ინტიმური კავშირის დროს დვრილის გადამეტებული გაღიზიანების შემთხვევაში შესაძლოა შენიშნოთ რძიანი გამონადენი - ეს არ არის საშიში, თუმცა თუ გამონადენი მუდმივია და თავისით არ ალაგდა, უნდა მიმართოთ ექიმს.

სასწრაფოდ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ შეამჩნიეთ დვრილიდან არარძიანი გამონადენი და გამონადენი არის სისხლიანი, ყვითელი ან სპონტანური, ასევე გრძნობთ ერთგვარ კვანძს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/galactorrhea/symptoms-causes/syc-
20350431