რა არის ანჰიდროზი?
ანჰიდროზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმიდან ოფლის სათანადოდ, ნორმალურად გამოყოფის პროცესი დარღვეულია.
ადეკვატური დოზით ოფლიანობა აუცილებელია, რადგან თუ სხეულიდან ოფლი არ გამოდის ორგანიზმი ვერ გრილდება, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება გადახურების და ზოგჯერ სითბური დარტყმის/შეტევის (პოტენციურად ფატალური მდგომარეობა) რისკი.
სამწუხაროდ, ზოგჯერ ანჰიდროზის დიაგნოსტირება რთულია.
მდგომარეობას არაერთი მიზეზი იწვევს და მათ შორის კანის ტრავმა, ზოგიერთი დაავადება თუ მედიკამენტი.
ადამიანმა ანჰიდროზი შესაძლოა მემკვიდრეობით მიიღოს ან სიცოცხლის განმავლობაში შეიძინოს.
პათოლოგიის მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა.
ანჰიდროზის სიმპტომებია:
- მცირე დოზის ოფლდენა ან ოფლის გამოყოფის სრული შეწყვეტა;
- თავბრუსხვევა;
- კუნთის კრუნჩხვა, სპაზმი ან სისუსტე;
- წამოწითლება;
- სიმხურვალის შეგრძნება.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ცხელ ამინდში ან ფიზიკური აქტივობის დროს შენიშნეთ, რომ არ
ოფლიანობთ, ან ინტენსიური ვარჯიშის ფონზე მცირე ოფლი გამოიყოფა,
აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ამასთან, რეკომენდებულია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია თუ შენიშნეთ რომ უჩვეულოდ ნაკლებს ოფლიანობთ.
სითბური დაკვრის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, პაციენტი სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში.
ანჰიდროზის გამომწვევი მიზეზია ის, რომ ორგანიზმში საოფლე ჯირკვლები სათანადოდ არ ფუნქციონირებს ან შესაძლოა ეს პროცესი ორგანიზმში დაბადებიდან გქონდეთ (თანდაყოლილი). ანჰიდროზი სავსებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს კანის ან ნერვების დაზიანების გამო. ანჰიდროზის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება გაუწყლოების ფონზე. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anhidrosis/symptoms-causes/syc-20369400